ნახეთ, მაშველების იშვიათი ფოტოები და გმირობა, რითაც საზოგადოების მადლობა დაიმსახურეს

10:11 06-12-2019
68

ყვე­ლა პრო­ფე­სია და­სა­ფა­სე­ბე­ლია, მაგ­რამ მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლის შრო­მა გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­ტი­ვის­ცე­მას იმ­სა­ხუ­რებს, რადგან ყველა მოვლენა, რომელიც რისკსა და დახმარებას ითვალისიწნებს, მათ გარეშე არ წყდება.width=1163

მეხანძრე-მაშველების გმირობა საქართველოში განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2017 წლის ზაფხულში მოექცა. ეს იყო ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძარი, რომელიც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იყო.width=1050

ეს მაშველი ბექა მეშველაშვილია - ხანძართან სამდღიანი ბრძოლის შემდეგ მიწაზე ისვენებს. ეს ფოტო სოციალურ ქსელში აქტუალობას არ კარგავს. width=1000 სოციალურ ქსელში პოპულარულია ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ ახალგაზრდა მაშველს ცეცხლმოკიდებული სახლიდან ჩვილი გამოჰყავს. გმირი, რომელმაც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ალმოდებული სახლიდან 11 თვის ჩვილი გამოიყვანა და სიკვდილს გადაარჩინა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 24 წლის თანამშრომელი, მეხანძრე-მაშველი ალექსანდრე შუკვანია.width=700


დიდ დიღომში, „ტექნო მიქსის“ ტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრის დროს მეხანძრე-მაშველებმა ლეკვები გადაარჩინეს.width=933

თბი­ლის­ში, ინა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის სხვენ­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის ქრო­ბი­სას, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა ზარ­დახ­შა­ში შე­ნა­ხუ­ლი დიდი ოდე­ნო­ბით ფული აღ­მო­ა­ჩი­ნეს. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა ად­გილ­ზე მყოფ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პაჟს შე­ა­ტყო­ბი­ნეს.width=802

დიდუბის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გამოძახებიდან ბრუნდებოდა, გზად, წერეთლის გაზირზე პანთეონის მოპირდაპირე მხარეს შეუძლოდ მყოფი ქალბატონი შენიშნეს და სასწრაფოს მისვლამდე დაეხმარნენ. width=550
თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები. მაშველებს დატბორილი სახლებიდან ბავშვები გამოჰყავთ.width=823

მაშველები 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის ღამესwidth=1023და ბოლოს, თქვენ ახლა ხედავთ ჩაფხუტს, რომელიც 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულ მაშველს - ზურა მუზაშვილს ეკუთვნოდა. მან საკუთარი სიცოცხლის სანაცვლოდ მოქალაქე გადაარჩინა. width=868

„პრაიმტაიმი“ ულოცავს ყველა მეხანძრე-მაშველს პროფესიულ დღეს!