პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდებიან

09:40 06-12-2019

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღეს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდებიან. განხილვის მთავარი თემა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში იქნება.

„ნაციონალური მოძრაობა” 2018 წლის ბიუჯეტს უარყოფითად აფასებს. 

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციის რეკომენდაციები ბიუჯეტთან დაკავშირებით გათვალისწინებული იყოს.

„ჩვენ ვართ მზად და სამინისტროც იქნება მზად, მოისმინოს ოპოზიციის შენიშვნები და თუ შეგვიძლია ამ შენიშვნების გათვალისწინება და თუ ეს პოზიტიურ წვლილს შეიტანს ბიუჯეტის შემუშავების პროცესში, ეს რეკომენდაციები შეიძლება, იყოს გათვალისწინებული”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.