ჰონგ - კონგში ექსტრადიციის  შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ (ფოტოები)

08:46 06-12-2019
58

ჰონგ-კონგში სამთავრობო შენობებთან ათასობით ადამიანი კვლავ ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებს, - ამის შესახებ ინფორმაციაც BBC-ი ავრცელებს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ახალი რეგულაციის მიღების შემდეგ ჰონგ-კონგის მცხოვრებლების ჩინეთში ექსტრადირება გახდება შესაძლებელი, რაც მათთვის მიუღებელია.

Image

საპროტესტო აქციაზე მობილიზებულია პოლიციაც. სამართალდამცავ უწყებებში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში მომიტინგეთა წინააღმდეგ ძალას გამოიყენებენ.

Image

ფართომასშტაბიანი აქციების მიუხედავად, ჰონგ კონგის მთავრობა აცხადებს, რომ უკან დახევას არ აპირებს და ექსტრადიციის შესახებ სადავო კანონს მაინც დაამტკიცებენ. საბოლოო კენჭისყრა 20 ივნისისს არის დაგეგმილი.

Image

ამ მასშტაბის საპროტესტო აქცია ჰონგ-კონგში 2014 წლის „ქოლგების მოძრაობის შემდეგ არ ჩატარებულა.