ნიდერლანდებში სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა - ავტობუსში 50 ადამიანი იმყოფებოდა

19:13 06-11-2019
43

ქალაქ გრონინგენში სამგზავრო ავტობუსს, რომელშიც 50 ადამიანი იმყოფებოდა, ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მგზავრებმა ავტობუსი ოპერატიულად და ორგანიზებულად დატოვეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა სწრაფად ჩააქრეს.  ჯერჯერობით, ხანძრის მიზეზი უცნობია.