მამაკაცი ვულკანის კრატერში ჩავარდა

18:37 06-11-2019
11

ორეგონის შტატში, მძინარე ვულკანის კრატერში, 240 მეტრის სიმაღლიდან, მამაკაცი ჩავარდა. მის გადასარჩენად, მაშველები ორეგონის კრატერის ტბაში 182 მეტრზე დაეშვნენ. მამაკაცს ხმით მიაგნეს, რადგან იგი შველას ითხოვდა.

მამაკაცის ვინაობა უცნობია. იგი აშშ-ს სანაპირო დაცვამ საავადმყოფოში გადაიყვანა. უცნობი მამაკაცი დაშავდა, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  

ორეგონის კრატერის ტბის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მძინარე ვულკანს ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს და ხშირად, ისინი ზედმეტად ახლოს მიდიან კრატერთან. მსგავსი შემთხვევები სხეულის მძიმე დაზიანებებით და ზოგჯერ ფატალურადაც სრულდება. მძინარე ვულკანთან მომუშავე რეინჯერები სპეციალურად არიან გაწრთვნილი ასეთი ინციდენტების დროს სწრაფი რეაგირებისთვის.

ავტორი: მარიამ გიგანი