21 წლის გოგომ მშობიარობიდან ნახევარ საათში გამოცდები ჩააბარა

17:07 06-11-2019
1295

ეთიოპიაში 21 წლის გოგომ მშობიარობიდან 30 წუთში გამოცდები ჩააბარა.

ალმაზ დერესე ქალაქ მეტუში ცხოვრობს. BBC-ის ინფორმაციით, მშობიარობიდან ნახევარ საათში ინგლისური ენის, ამჰარული ენისა და მათემატიკის გამოცდები ჩააბარა. სამშობიაროში საგამოცდო ტესტები მას პოლიციამ მიუტანა და გამოცდის ჩაბარების პროცესსაც დაესწრო.width=889

ახალბედა დედა და აბიტურიენტი დანარჩენ საგნებში კი გამოცდებს უახლოეს ორ დღეში ჩააბარებს.width=889