რას ამბობს დაზარალებული 17 წლის ბიჭზე, რომელიც მას გატაცებული პატრულის ავტომობილით დაეჯახა

16:05 06-11-2019
1292

10 ივნისს, გამთენიისას, გორში, არასრულწლოვანმა პატრულის ავტომობილი გაიტაცა და გზაზე მიმავალ სხვა ავტომობილს შეეჯახა. შედეგად არავინ დაშავებულა.

პრაიმტაიმმა“ გაარკვია დაზარალებულის ვინაობა, რომელსაც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მანქანით ბრალდებული არასრულწლოვანი შეეჯახა. მძღოლი, რომელიც „ფორდ ტრანზიტის“ ავტომობილს მართავდა, ჭიათურელი ვანო კუპატაძეა.

„ავტომაგისტრალზე, მოულოდნელად უკნიდან დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაგვეჯახა. მძიმე დაზიანებები არ მიგვიღია. ავტომობილიდან გადმოვედით. ის არასრულწლოვანი ბიჭიც ჩვენ გადმოვიყვანეთ პატრულის მანქანიდან“, - ამბობს კუპატაძე.

- კიდევ რამდენი ადამიანი იჯდა პატრულის მანქანაში?

- მეტი არავინ. ეს ბიჭი იყო. ჩვენ გადმოვიყვანეთ და მერე გაიქცა.

არასრულწლოვანი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული არასრულწლოვანი წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფია.

„პრაიმტაიმის“ მოპოვებული ინფორმაციით, პატრულის ავტომობილის გატეცებაში ბრალდებული 2019 წლის აპრილში, გორში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტზე ამხილეს.

2019 წლის აპრილში, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკვეს და სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლეს.

2019 წლის 4 მაისს დააკავეს ასევე, პოლიციის დამოურჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე და სასამართლომ შენიშვნის საფუძველზე გაათავისუფლა.

2019 წლის მაისში დააკავეს კომპიუტერული ტექნიკის მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე.

2016 წლის აპრილში მხილებულია ქურდობის ფაქტზე.

2018 წლის აგვისტოში ამხილეს ასევე მობილური ტელეფოების ქურდობის ფაქტზე.

2018 წლის ოქტომბერში კომპიუტერულ სისტემაში უკანონოდ შეღწევით, მიითვისა მოქალაქის თანხა.

2019 წლის თებერვალში მან სექსუალური კავშირი დაამყარა არასრულწლოვანთან.

ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გადაღების მიზნით, ადგილზე მივიდა შიდა ქართლის ადგილობრივი მედიასაშუალების, „qartli.ge“-ის რედაქტორი, საბა წიწიკაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ მას სამართალდამცველებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და შემთხვევის ადგილის დატოვება მოსთხოვეს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა უკვე დაიწყო.