Exclusive ნიკოლოზ რაჭველი "პრაიმტაიმს" 9 წლის ვუნდერკინდის ვიდეოს აწვდის

15:30 06-11-2019
573

მაესტრო ნიკოლოზ რაჭველმა „ფეისბუქის“ მეშვეობით პატარა ნიჭიერი ბიჭუნას გაცნობის შესახებ ამცნო საზოგადოებას. და პოსტშივე დააანონსა, რომ 14 ივნისს, ილიას უნივერსიტეტში 9 წლის ცოტნე ზედგინიძე საკუთარ მუსიკას დაუკრავს. „ძალიან მაგარს, საინტერესოს, განსაკუთრებულს... აი, რატომ და ვის გამო უნდა ვიყოთ ამაყები! ქართული შემოქმედებითი გენი ახალ ლეგენდას ბადებს და მინდა, რომ მან შეძლოს ბოლომდე გახსნა, აღმაფრენა და წარმატება! მჯერა მისი!!! მიყვარს!!! ვეთაყვანები, როგორც განგების რჩეულს!” - წერს რაჭველი სოციალურ ქსელში.

და სანამ „პრაიმტაიმი“ ვუნდერკინდი ბიჭუნას ახალი ნაწარმოების შესრულებას დაესწრება და გამოაქვეყნებს, მანამ ცოტნეს ერთ-ერთი შესრულებით ისიამოვნეთ. ბიჭუნა ფრანსისკო გოიასადმი მიძღვნილ საკუთარ ნაწარმოებს ასრულებს. ვიდეო ნიკოლოზ რაჭველმა მოგვაწოდა. 

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე