Exclusive როგორ გამოიყურება „როსტო“ სამწლიანი პატიმრობის შემდეგ

13:13 06-11-2019
1537

ცნობილი სახე და ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი სამწლიანი პატიმრობის შემდეგ ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალურმა კომისიამ მისი ქცევიდან გამომდინარე ასეთი გადაწყვეტილება მიიღო”, – განმარტა ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ.

„პრაიმტაიმს“ როსტოს დედა, ქალბატონი მაია ქაჩლიშვილი შვილის ახლანდელ მდგომარეობაზე უამბობს. 

მაია ქაჩლიშვილი: - სამი წელი ჰქონდა მისჯილი და ვადაზე ადრე გამოვიდა, სამი კვირის წინ. თუმცა მანამდე, ბოლო ორი თვის მანძილზე შაბათ-კვირას სახლში უშვებდნენ. კარგად გამოიყურება, ნავარჯიშებია. მშვიდად არის. ტელევიზიითაც აჩვენეს, რომ მეთექვსმეტე სასჯელაღსრულების განყოფილებაში კარგ პირობებში იყო. სამკითხველო დარბაზში დადიოდა, სპორტულ დარბაზში ვარჯიშობდა. სანიმუშო ყოფაქცევით იყო და წახალისებაც ჰქონდა. შეცდომა რაც მოუვიდა, ამაზე ვისაც უნდა იმან განსაჯოს. შეცდომებისგან დაზღვეული არავინ ვართ. 

- რა გეგმები აქვს?

- ძალიან კარგად ცხოვრობდა და მის გაგრძელებას აპირებს. განათლებულია, დამთავრებული აქვს კავკასიის ბიზნეს სკოლა, ფინანსური აკადემია, ინტელექტუალია, ენებს ფლობს. მარკეტინგის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. რაც ციხეში იჯდა, ის წლებიც არ დაუკარგავს ტყუილად. ბევრს კითხულობდა. დაიწყო აქტივობები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაერთო. მომავლის იმედით და შემართებითაა. უნდა იმუშაოს და პირადი ცხოვრება მოიწყოს. ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს. სულ ესაა, რისი თქმაც ახლა შემიძლია. 

ლევან როსტოშვილი ნარკოდანაშაულისთვის 2016 წლის მაისში დააკავეს.

 

ავტორი: თამარ გონგაძე