როგორ დავიცვათ თავი დაავადების გადამტანი კოღოებისგან - რჩევა

13:02 06-11-2019
142

მალარიის გადამტანი კოღოები, გარდა თბილისისა, მთელ საქართველოში ბევრია. მთელი შავიზღვისპირეთი მუშავდება კოღოს საწინააღმდეგო ვაქცინით, რადგან შესაძლოა, სწორედ ეს იყოს დაავადებების გადამტანი კოღოების ადგილი, რადგან უამრავი ტურისტი ჩამოდის. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ ისაუბრა.

„კოღო დამდგარ წყალში მრავლდება. ყველამ რომ თავის სახლის წინ მდებარე არხი გაწმინდოს და წყალმა იმოძრაოს, კოღო აღარ გამრავლდება.

ეზოში არსებული რეზერვუარები თავდახურული უნდა იყოს;

ადგილები, სადაც ბევრი საბურავია, უნდა იყოს დახურული, რადგან საბურავი ხურდება და კოღოს გასამრავლებლად იდეალური პირობაა. დაავადების გადამტანი კოღოები სწორედ, ასე მრავლდება.

პაატა იმნაძე რჩევა-რეკომენდაციის სახით ამბობს, რომ თუ გავდივართ ბუნებაში, სხეულის ღია ნაწილების დაცვა რეპელენტებითაა (მალამო, სითხე, სპრეი) შესაძლებელი. და რაც ყველაზე მთავარია, სხეულის ნაწილები უნდა იყოს დაფარული.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე