ფრანკფურტის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის კაბინეტი გაიხსნა

11:38 06-11-2019
32

ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში შოთა რუსთაველის კაბინეტი გაიხსნა. ორგანიზატორები დარწმუნებულები არიან, რომ ეს ფაქტი ფრანკფურტის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის მიმართულების გააძლიერებას შეუწყობს ხელს.

ფრანკფურტის უნივერსიტეტში რუსთაველის კაბინეტი გახსნეს უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორმა როლფ ფან დიკმა, საქართველოს გენერალურიმა კონსულმა ფრანკფურტში ლევან დიასამიძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზვიად გაბისონიამ, პროფესორმა იოსტ გიპერტმა და პროფესორმა მანანა თანდაშვილმა.

დღეისათვის ბიბლიოთეკაში „ვეფხისტყაოსანის“ 50-მდე თარგმანია.კავკასიოლოგიის კათედრის ხელმძღვანელმა, მანანა თანდაშვილმა, პოემის თარგმანების შეგროვება ორი წლის წინ დაიწყო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,ამჟამად კათედრაზე „ვეფხისტყაოსანის“თარგმანების პარალელური კორპუსის შექმნა მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ინსტიტუტში 2002 წლიდან ფუნქციონირებს კავკასიოლოგიის კათედრა, რომელსაც ქართველოლოგიური ბიბლიოთეკა აქვს.

ავტორი: ნინი ტაველიძე