გიორგი გახარია პოლონეთის ეროვნული პოლიციის უფროსს შეხვდა

11:22 06-11-2019
111

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსს ​შეხვდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის მიღწევები და სამომავლო გეგმები განიხილეს. გიორგი გახარიამ და იაროსლავ შიმჩიკმა ხაზი გაუსვეს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას.

ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის ეროვნული პოლიციის უფროსი მინისტრის მოადგილეს - ვლადიმერ ბორცვაძესაც შეხვდა.

შეხვედრას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსი და პოლონეთში საქართველოს პოლიციის ატაშეც ესწრებოდნენ. ორი ქვეყნის საპოლიციო სტრუქტურის წარმომადგენლებმა ერთმანეთს საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილება გაუზიარეს, ასევე, იმსჯელეს ოპერატიული ინფორმაციის გაცვლაზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასა და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მეთოდებზე.

https://police.ge/ge/saqartvelos-shinagan-saqmeta-ministri-polonetis-respublikis-erovnuli-politsiis-ufross-shekhvda/12802