ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი 1713902879

ნახეთ, რა გელოდებათ დღეს - ასტროლოგიური პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის

ვერძიშეიმუშავეთ სამომავლოდ ახალი გეგმები და ახალი სტრატეგია, სასურველია, მოიძიოთ დამატებითი შემოსავლის წყარო.კუროყოველდღიური ერთფეროვნება დამღლელი და აუტანელი ხდება, შეეცადეთ, დაკავდეთ თქვენთვის საინტერესო საქმიანობით, რათა დრო არ დაგრჩეთ უსიამოვნო ფიქრებისთვის.ტყუპებიდღევანდელი დღე თქვენთვის საინტერესო, წარმატებული პერიოდის დასაწყისია, მოემზადეთ სასიამოვნო მოულოდნელობისთვის, დაფიქრდით, ხომ არ დადგა დრო, შეცვალოთ თქვენი ხისტი პრინციპები.კირჩხიბინუ იდარდებთ, დრო თავად მიუჩენს თავის ადგილს ყველას და ყველაფერს. ნუ შეეცდებით, ზედმეტად მიიქციოთ სხვების ყურადღება, ეს თქვენი ძალისხმევის გარეშეც მოხდება საჭირო დროს.ლომიწარმატებებმა და გარშემომყოფთა შექებამ, შესაძლოა, თავბრუ დაგახვიოთ და საქმიან სფეროში მხედველობიდან ისეთი დეტალები გამოგეპაროთ, რომელიც პერსპექტივაში პრობლემებს გამოიწვევს, ამიტომ იყავით ძალიან დაკვირვებული და ფრთხილი.ქალწულიშესაძლოა, გარკვეული ინფორმაცია დამახინჯებულად მოგაწოდონ, რამაც გაურკვევლობა და ქაოსი შემოიტანოს თქვენს საქმიანობაში. არ დაგავიწყდეთ, რომ თითოეული ადამიანის აზრი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, ამიტომ, ამ ეტაპზე, ჯობია, თქვენი შეხედულებებით იმოქმედოთ.სასწორიყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას და გაითვალისწინეთ ზოგადი რეკომენდაციები. საქმიან სფეროში იყავით უფრო გაბედული და შეუპოვარი.მორიელიშესაძლოა, ვნებებისა და სიყვარულის ქარცეცხლში აღმოჩნდეთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, დაიცავით დიეტა, რადგან მერე არ მოგიწიოთ რადიკალური ზომების მიღება.მშვილდოსანიახლა პირადსა თუ საქმიან სფეროში კარდინალური ცვლილებების მიღების დრო არ არის, მეტი მოთმინება გამოიჩინეთ, მიჰყევით ძველ არჩეულ გზას, დანარჩენს ცხოვრება თავად გამოაჩენს.თხის რქაყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს, ეცადეთ მიირთვათ ახალი და არა კონსერვირებული პროდუქტები.მერწყულიზედმეტი ხარჯების თავიდან ასაცილებლად მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენს ბიუჯეტს, სწორად გადაანაწილეთ ის. ეცადეთ, ამ ეტაპზე, მხოლოდ საჭირო და აუცილებელი ნივთები თუ პროდუქტები შეიძინოთ.თევზებიიყავით მეტად დამთმობი, წარმატებისა და ჰარმონიული ურთიერთობებისთვის, ხანდახან აუცილებელია კომპრომისზე წასვლა, ყურადღება მიაქციეთ თქვენს სიტყვებს და ქმედებებს, ახლა ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენივე კეთილდღეობისთვის. 

გვირაბი

საზოგადოება 1713902861

გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

რიკოთის ძველ გვირაბში შეზღუდვები დაწესდება, - ამის შესახებ განცხადებას გზების დეპარტამენტი ავრცელებს და მძღოლებს აფრთხილებს.„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში (ძველი გვირაბი), პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 24 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით  01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სავალი ნაწილის ერთ ზოლზე რევერსულად განხორციელდება.დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გზის სურამის კვანძი-ზესტაფონის (კმ132-კმ200) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, - ნათქვამია განცხადებაში.

amindi

საზოგადოება 1713902561

„ტემპერატურა 38 გრადუსამდე მოიმატებს“ - ამინდის განახლებული პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 24-25 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.24-25 აპრილს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.  25 აპრილს ცხელი და ქარიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 38 გრადუსამდე მოიმატოს.24 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი.თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია უნალექო ამინდი. 25 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): მოსალოდნელია უნალექო ამინდი. 25 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +36, +38 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): მოსალოდნელია უნალექო ამინდი. 25 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +28 გრადუსი იქნება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 24 აპრილს ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 24 აპრილს ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 24 აპრილს ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო): 24 აპრილს ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

ვალუტის კურსი

ფინანსები 1713902201

რა ეღირება დოლარი და ევრო 24 აპრილს - ვალუტის განახლებული კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6802 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.6729 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0073 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8555 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 2.8469 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0086 ლარი შეადგინა.

ბო

საზოგადოება 1713901762

ნახეთ, მოსამართლის რეაქცია ბიშიმბაევის მობილურში ნანახ საშინელ კადრებზე

ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, კუანდიკ ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი გრძელდება. კაცი  მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.გუშინ, 22 აპრილს, კიდევ უფრო ბევრი დეტალი გახდა ცნობილი სასამართლოსთვის.კერძოდ, ბიშიმბაევი, აქამდე თავის  ტელეფონის პაროლს სასამართლოს არ ანდობდა, დღეს მან სასამართლოს უთხრა ტელეფონის კოდი, სადაც გარდაცვლილი მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას სიცოცხლისდროინდელი ბოლო კადრებია ასახული.ვიდეოები ბიშიმბაევი მეუღლეს ვიდეოს უღებს და სასტიკად ექცევა.სასამართლოზე, თავიდან, ბიშიმბაევმა განაცხადა, რომ ვიდეო დამონტაჟებული იყო, თუმცა, მოგვიანებით, აღიარა რომ ეს კადრები სწორედ მისი გადაღებული იყო.როგორც მოსამართლემ განაცხადა, კადრებში კარგად ჩანს, რომ სალტანატს სახე იმდენად შეშუპებული აქვს, რომ თვალებს ვეღარ ახელს. ამასთან, 31 წლის ქალის მთელი სხეული სისხლით აქვს დასვრილი.მოსამართლის რეაქცია ბიშიმბაევის მობილურში საშინელ კადრებზე: