მალის ცენტრში მდებარე სოფელში თავდასხმის შედეგად 100 ადამიანია მოკლული

16:25 06-10-2019
195

მალის რესპუბლიკის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სოფელზე თავდასხმა განხორციელდა. მოკლულია 100-მდე ადამიანი. ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

თავდასხმა დოგონის ეთნუკური ჯგუფით დასახლებულ სოფელზე მოხდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოკლულთა ცხედრები დაწვეს. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

ბოლო თვეების განმავლობაში მალიში რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა, მათ შორის ეთნიკური ხასიათის და ასევე ტერორისტულიც.

მიმდინარე ინციდენტთან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია.