გენერალურმა ინსპექციამ qartli.ge-ს რედაქტორის საქმეზე მოკვლევა დაიწყო

16:07 06-10-2019
101

გენერალურმა ინსპექციამ qartli.ge-ს რედაქტორის შეტყობინების საფუძველზე ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ცოტა ხნის წინ შსს ჟურნალისტის ბრალდებას გამოეხმაურა და განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, მომართვიანობის შემთხვევაში ფაქტზე მოკვლევა დაიწყებოდა.

გორთან ავტობანზე პოლიციის მანქანა ამოტრიალდა. შემთხვევა მდინარე ლიახვის ხიდზე ღამის 3 საათზე მოხდაა.

Qartli.ge-ს ჟურნალისტი საბა წიწიკაშილი აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილთან ფოტო და ვიდეო მასალის გადასაღებად მივიდა, რა დროსაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.