“მე, ივან გოლუნოვი ვარ“- სამი რუსული გაზეთი ერთნაირი თავფურცელით გამოიცა

15:35 06-10-2019
48

ივან გოლუნოვის მხარდასაჭერად, რუსეთის სამი მთავარი გამოცემა- „კომერსანტი“, „ვედომოსტი“ და „რბკ“ იდენტური თავფურცლებით გამოიცა. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა. ამ რუსულ გაზეთებს არასოდეს არ ჰქონიათ ერთნაირი თავფურცლები.

სამივე გაზეთს მსგავსი თავფურცელი აქვს, რომელზეც ვკითხულობთ: Я/Мы Иван Голунов – „მე/ჩვენ ივან გოლუნოვი ვარ/ვართ“.

მხარდაჭერის ასეთი ფორმა ფრანგული გამოცემა „შარლი ებდო“-ს მაგალითზე აიღეს Je suis Charlie - რაც, თარგმანში ნიშნავს - მე შარლი ვარ.

სამივე გაზეთი გამოსვლისთანავე გაიყიდა.

ივან გოლუნოვი „მედუზას“ საგამოძიებო ჟურნალისტია, რომელიც მოსკოვში 7 ივნისს დააკავეს. მას ნარკოტიკული საშუალების გასაღებას ედავებიან. ადვოკატის ცნობით, პოლიციამ ნარკოტიკული ნივთიერებთ სავსე პაკეტი მისი ზურგჩანთიდან ამოიღო. თავად ჟურნალისტი აცხადებს, რომ შეფუთვა მას არ ეკუთვნის. ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები ივან გოლუნოვის დაკავებას მის პროფესიონალურ საქმიანობას უკავშირებენ.