კობა გვენეტაძე -„თიბისი“ ბანკს არ აქვს არანაირი დავა ეროვნულ ბანკთან

13:59 06-10-2019
46

„თიბისის ბანკთან“ დაკავშირებით, საკითხი რომელიც შევისწავლეთ ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით იყო.შესაბამისად, „თიბისი“ ბანკს არ აქვს არანაირი დავა ეროვნულ ბანკთან“.- განაცხადა კობა გვენეტაძემ „თიბისი“ ბანკთან დაკავშირებულ შეკითხვაზე. 

გვენეტაძის თქმით,  ეროვნულ ბანკს არ აქვს მანდატი გადაწყვიტოს და განსაზღვროს გაათეთრა თუ არა ვინმემ ფული.

“ეს ჩვენი ფუნქციაა არაა. ეს უნდა დაადგინოს სასამართლომ. კიდევ ერთხლ ვიმეორებ, „თიბისი“ ბანკს სებთან არცერთ საკითხზე პრეტენზია არ აქვს, - განაცხადა  კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, „თიბისისთან“ დაკავშირებით მოქმედებდა კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმების მიხედვით.რაც შეეხება საქმის სამართლებრივ შეფასებას ეს უწყების კომპეტენციას სცდება.

შეკითხვა, იყო თუ არა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება „თიბისის“ ბანკის მმართველების გათავისუფლებასთან დაკავშირებით სწორი, გვენეტაძეს ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაუსვა. 

შეგახსენებთ, რომ სების პრეზიდენტის ანგარიშს საქართველოს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

ავტორი: შოთა ფალავანდიშვილი