ტოჩინოშინი - ტრამპი გაოცებული მიყურებდა, „თავისიანი“ ვეგონე"

11:59 06-10-2019
109

ქართველი სუმოისტის,ლევან გორგაძის მიმართ ინტერესი არასდროს წყდება. ნაცუ ბაშოს დასრულების შემდეგ, სპორტსმენმა საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა. ქართველები მას 16 ივნისს ელოდებიან.

მანამდე „კვირის პალიტრასთან“ ინტრვიუში ქართველმა მის ბოლო აქტივობაზე ილაპარაკა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზეც გააკეთა კომენტარი, რომელზეც ტრამპი ტოჩინოშინს აკვირდება.

როგორც ტოჩინოშინი ყვება, ტრამპს ის სავარაუდოდ, „თავიანთი“ ეგონა.

„დონალდ ტრამპის ვიზიტს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს, მთელი რაიონი გადაკეტილი იყო და დარბაზში შესვლისას სუმოისტებიც გულდასმით შეგვამოწმეს. შეხვედრების დასრულების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჩემპიონ „ასანოიამას“ სპეციალურად დაწესებული „ტრამპის თასიც“ გადასცა.

სხვათა შორის, როცა დოჰიოზე ავედი საჭიდაოდ და "ჯოჯია" გამოაცხადეს (ასე უწოდებენ იაპონელები საქართველოს. - ავტ.), ტრამპი გაოცებული მიყურებდა, როგორც ჩანს, „თავისიანი“ ვეგონე, ჯორჯიის შტატიდან“, - ამბობს ტოჩინოშინი.