აგარაში კაცმა ცოლი დაჭრა და ერთი ადამიანი მოკლა

11:06 06-10-2019
721

აგარაში კაცმა ერთი ადამიანი მოკლა და საკუთარი ცოლი დაჭრა. ორივეს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

შემთხვევა ქარელის რაიონის დაბა აგარაში გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული ცოლის მეგობარი მამაკაცია.

შსს-ს ცნობით, დანაშაულის ჩამდენი იდენტიფიცირებულია და მის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.