ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ლიზა ყენია

საზოგადოება 1713876840

„არ იმჩნევდა, რომ უჭირს უჩემობა... რომ არა დედა ,ჩემი ცხოვრება არ იქნებოდა ოპტიმიზმით სავსე“ - ლიზა ყენია დედაზე

მომღერალმა ლიზა ყენიამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო” დედაზე – მაია ჯაბუაზე ისაუბრა, ლიზა თითქმის სამი წელია, რაც ამერიკაში მოღვაწეობს. მომღერალი ამბობს, რომ ქვეყანასთან ხანგრძლივი განშორება განსაკუთრებით დედასთან ურთიერთობაში აისახა.რა შეიცვალა ამერიკაში წასვლის შემდეგ წლების მატებასთან ერთად დედა-შვილის ურთიერთობაში და როგორია მაია ჯაბუა შვილთან მიმართებაში?- ლიზამ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პირველად „დილა მშვიდობისა საქართველო”ეთერში ისაუბრა:,,მაია ჩემთვის არის ყველაზე დიდი ინსპირაციის წყარო, მოტივაციის უდიდესი ნაწილი ჩემს ცხოვრებაში და ალბათ ყველაფერი ნათელი და იმედის მომცემი, რაც შეიძლება წარმოვიდგინო და ვიგრძნო არის მაია. მნიშვნელოვანი რამ ვისწავლე მაიასგან, რომ ადამიანებს არ ვუპასუხო აგრესიით და ვიყო უფრო მეტად სიყვარულით სავსე. მითხრა, რომ ყოველთვის ისწავლე მოთმინება და შემდეგ ამით უპასუხე ადამიანებს, მისგან მაგალითი მაქვს, მან იცის დამშვიდებულ მდგომარეობაში ადამიანებთან ურთიერთობა. ყველაზე მეტად ის ეპოქა მიყვარს როდესაც სულ იყო თბილისში კონცერტები და მე სადაც არ უნდა ყოფილიყო, ვიყავი კულისებში, ველოდებოდი დედას, ეს იყო საოცარი პერიოდი იმიტომ,რომ დედაჩემი იყო ყველაზე ლამაზი, ყველაზე მაგარი მომღერალი და ყველაზე მეტად მეამაყებოდა. ამაზე მაგარი საყურებელი არ წარმომიდგენია რა შეიძლება ჩემთვის ყოფილიყო” – ამბობს მომღერალი.ლიზას ამბობს, რომ ადრე მაია ჯაბუა როგორც დედა მკაცრი იყო, თუმცა დროთა განმავლობაში მეგობრებად ჩამოყალიბდნენ:,,ადრე უფრო მკაცრი იყო, რადგან აქტიური თინეიჯერობის პერიოდი მქონდა,მეგობრობაზე წინ უფრო იყო სიმკაცრე, მაგრამ ასაკთან და ალბათ ჩემს დამშვიდებასთან ერთად მეგობრებად ჩამოვყალიბდით და დღეს ის ჩემი საუკეთესო მეგობარია… ჩემი გარდატეხის ასაკს რომ ვიხსენებ, ალბათ ჩემი და დედას ურთიერთობაში ეს იყო მცირე დროით მაგრამ ის პერიოდი, როცა ვიგრძენი რომ თითქოს დედას არ ვემეგობრებოდი, მაგრამ ალბათ ეს ის ასაკია როცა თვლი, რომ ყველა სიტუაციაში შენ ხარ მართალი, თუმცა სინამდვილეში ყოველთვის ვუსმენდი…დამოუკიდებელ ადამიანად გავიზარდე, მაიამაც ხელი შეუწყო ამას, ეგრე გამზარდა თან ჩემს გვერდშია და თან სულ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიყო დამოუკიდებელი… სულ ვამბობდი ჩემი ბავშვობიდან რომ მე უნდა წავიდე და სხვა ქვეყანაში უნდა ვიცხოვრო, ამერიკაში მინდოდა მეცხოვრა, როგორც კი მომენტი სამყაროსგან მივიღე,რომ შემეძლო წავსულიყავი არ გაჰკვირვებია, სულ ჯარისკაცურად ითმენდა და არ იმჩნევდა, რომ უჭირს უჩემობა, მაგრამ ბოლო პერიოდში უკვე მაგრძნობინა, რომ ვენატრებოდი…. მაიაზე მაგარი მეგობარი არ არსებობს, ეს სულ ვიცოდი, მაგრამ რომ წავედი ამერიკაში, კიდევ ერთხელ გავაანალიზე ეს. დედა ჩემი დაქალია, ყველგან უნდა მყავდეს და ყველგან უნდა ვიაროთ ერთად… რომ არა დედა ,ჩემი ცხოვრება არ იქნებოდა ოპტიმიზმით სავსე” – ამბობს მომღერალი.

ნინო წილოსანი

პოლიტიკა 1713876706

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ახალ შესაძლებლობებს ხსნის ევროკავშირისთვის, საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა, რომ ეს შესაძლებლობები საქართველომ და ევროკავშირმა ერთობლივად გამოიყენონ - ნინო წილოსანი

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ახალ შესაძლებლობებს ხსნის ევროკავშირისთვის, საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობები საქართველომ და ევროკავშირმა ერთობლივად გამოიყენონ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა ესპანეთში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.კონფერენციაზე მიიღეს დეკლარაცია, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მიესალმება და ევროკავშირის ქვეყნებისთვის სამომავლო სამუშაო პრიორიტეტებს გადმოსცემს.სიტყვით გამოსვლისას ნინო წილოსანმა ისაუბრა საქართველოს მიერ დემოკრატიული განვითარების გზაზე მიღწეულ პროგრესზე, ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობაზე, ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს დაახლოების შედეგებზე და ხაზი გაუსვა საქართველოსთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის აუცილებლობას.„პირველ რიგში, მადლობა მსურს გადავუხადო ესპანეთს მასპინძლობისთვის. ჩემთვის პატივია ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპიკერების კონფერენციაში მონაწილეობა და მსჯელობა იმ საკითხებზე, რაც დღეს აქტუალურია ევროკავშირისთვის და რა თქმა უნდა, საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი ქვეყნისთვის. საქართველომ გასული წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მადლობა ჩვენს პარტნიორებს ამ მნიშნველოვან პროცესში მხარდაჭერისთვის. მნიშვნელოვანია, ყველამ კარგად გავაცნობიეროთ ამ ახალი რეალობის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ახალ შესაძლებლობებს ხსნის ევროკავშირისთვის და საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობები საქართველომ და ევროკავშირმა ერთობლივად სასიკეთოდ გამოიყენონ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.მისივე თქმით, ევროკავშირთან ასოცირების პროცესში, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ აჩვენა ურყევი ერთგულება ევროინტეგრაციის მიმართ და არაერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო რეგიონში სანდო პარტნიორია.„მიუხედავად ურთულესი უსაფრთხოების გამოწვევებისა და რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციისა, სწორედ წარმატებული რეფორმების შედეგად შევძელით გაგვეხადა ჩვენი ქვეყანა მიმზიდველი ბევრი მიმართულებით. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სტაბილურად ორნიშნა ეკონომიკური ზრდა შესაძლებლობას გვაძლევს, მეტად ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების სოციალურ საჭიროებებზე. სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოს დაკავშირებადობა ევროკავშირთან გავზარდოთ და ამასთანავე, სწორად გამოვიყენოთ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა დემოკრატიულ პროცესებზე დეზინფორმაციის გავლენაზე.„დღეს ბევრს ვსაუბრობთ დეზინფორმაციაზე და მის გავლენაზე დემოკრატიულ პროცესებზე. არც საქართველოა გამონაკლისი. ჩვენც გვიწევს გავუმკლავდეთ გამოწვევებს, რაც ხშირად ქვეყნის რეპუტაციას ჩრდილს აყენებს. რეფორმები და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება რჩება ჩვენი დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხად. ვფიქრობთ, პროცესი ხელოვნურად არ უნდა გაიწელოს და ყველა კანდიდატ ქვეყანას უნდა მიეცეს ერთანაირი შესაძლებლობები, რათა დროულად დავიწყოთ მოლაპარაკებების პროცესი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.ევროკავშირის საბჭოს საპრეზიდენტო ტრიოს ორგანიზებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენცია დღეს დასრულდა. მასში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი.ევროკავშირის სპიკერთა კონფერენცია ყოველწლიური ფორუმია, რომელშიც მონაწილეობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების სპიკერები, ევროპარლამენტის პრეზიდენტი და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის სპიკერები. სპიკერთა კონფერენცია მიზნად ისახავს პარლამენტების როლის დაცვას, საერთო სამუშაოს განხორციელების მხარდაჭერას და საპარლამენტთაშორისო საქმიანობის ხელშეწყობას.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1713876608

„ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა არის ამ ქვეყანაში ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა არის ამ ქვეყანაში ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2004-2012 წლები გარდა ბევრი სხვა უმძიმესი მანკიერებისა, იყო სწორედ ბიზნესის რეკეტით გამორჩეული.„ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა არის ამ ქვეყანაში ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება. 2004-2012 წლები თუკი რამით იყო გამორჩეული, გარდა ბევრი სხვა უმძიმესი მანკიერებისა, იყო სწორედ ბიზნესის რეკეტი. ბიზნესი დრეს არის თავისუფალი და რა თქმა უნდა, ამას აფასებენ ბიზნესმენები, მეწარმეები. მადლობა თითოეულ კომპანიას და მეწარმეს, რომელმაც შესწირა თანხები „ქართულ ოცნებას“. რა თქმა უნდა, წელს კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ მეტი შემოწირულობა მოვიზიდოთ, იმიტომ, რომ არის არჩევნები და არჩევნებს რა თქმა უნდა, სჭირდება დაფინანსება. განსხვავებით ენჯეოებისგან, ყველაფერი გამჭვირვალეა და ყველას შეუძლია ჩაიხედოს, თუ როგორ წარიმართება  ამ კომპანიების საქმიანობა, საიდან აქვთ შემოსავლები და როგორ ახერხებენ  ისინი ტენდერების მოგებას., ყველაფერი არის გამჭვირვალე, შესაბამისად, ყველას შეუძლია ყველაფრის გადამოწმება. ის, რომ ამ კომპანიებს შორის არიან როგორც ტენდერში მონაწილე, ისე არა მონაწილე კომპანიები, ამაში გასაკვირი არაფერია“, - განაცხადა პრემიერმა.

ჰარი სტაილსი

მსოფლიო 1713876240

დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა

ჰარი სტაილსის სტალკერი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მირა კარვალიოს ვარსკვლავის ადევნებისთვის 14 კვირა ადევნებისთვის თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მას შემაკავებელი ორდერიც გამოუწერეს, რითაც 10 წლის განმავლობაში მომღერლის კონცერტზე დასწრება და სტაილსთან პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით დაკავშირება აეკრძალა.მირამ მომღერალს 1 თვეზე ნაკლებ დროში 8000-ზე მეტი წერილი გაუგზავნა, წერილების ნაწილი მან თავისი ხელით დაწერა და მომღერლის მისამართზე მიიტანა, ნაწილი კი ინტერნეტით შეუკვეთა და სტაილსის სახლში გააგზავნა.როგორც ირკვევა, ბრაზილიელი მირა ჩრდილოეთ ლონდონის ჰოსტელში დეკემბრიდან რჩება, რის შესახებაც მის ოჯახს წარმოდგენა არ ჰქონდა. განაჩენის მოხდის შემდეგ კარვალიოს ამ ტერიტორიაზე გაჩერება აღარ შეეძლება. ასევე, მან ჰარის 134 ფუნტი უნდა გადაუხადოს.ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჰარის აედევნნენ. მაგალითად, 2019 წელს სტაილსის სტალკერი ახალგაზრდა კაცი თვეების განმავლობაში მომღერლის სახლთან იყო დაბანაკებული და იქ ცხოვრობდა. როდესაც ვარსკვლავმა ის პირველად შენიშნა, ჩათვალა, რომ დახმარება სჭირდებოდა და საკვებისა და სასტუმროსთვის თანხა შესთავაზა, დროთა განმავლობაში კი მან კაცის შემჩნევა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხშირად დაიწყო. კვირაში 3-4 ჯერ სტაილსი პაბში მიდიოდა ხოლმე, სადაც კაცი ჰარის მისვლიდან რამდენიმე წუთში ჩნდებოდა. მომღერლის თქმით, თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდა, რის გამოც ღამის დარაჯის დაქირავება დასჭირდა. სასამართლომ კაცი დამნაშავედ ცნო. 

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1713875951

მნიშვნელოვანია, რომ სიცრუეს ჰქონდეს ნაკლები გასაქანი ქართულ საზოგადოებაში, გამჭვირვალობის კანონი, პირველ რიგში ემსახურება სწორედ სიცრუისა და ტყუილის პრევენციას ჩვენს ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანია, რომ სიცრუეს ჰქონდეს ნაკლები გასაქანი ქართულ საზოგადოებაში, გამჭვირვალობის კანონი, პირველ რიგში ემსახურება სწორედ სიცრუისა და ტყუილის პრევენციას ჩვენს ქვეყანაშიძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიცრუეს ჰქონდეს ნაკლები გასაქანი ქართულ საზოგადოებაში, გამჭვირვალობის კანონი, პირველ რიგში ემსახურება სწორედ სიცრუის და ტყუილის პრევენციას ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან დაკავშირებით ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელზეც ამავე მედიასაშუალებამ მოგვიანებით აღიარა, რომ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა.„ძალიან კარგია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არასდროს ტოვებს ხოლმე რეაგირების გარეშე ასეთ ტყუილებს და ასეთ შემთხვევაშია კარგია, ის მაინც გაბედა ამ კონკრეტულმა მედიასაშუალებამ და აღიარა ტყუილი, რომელიც  გაავრცელა, თუმცა ეს არის ძალიან იშვიათი მოვლენა. ზოგადადა ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სიცრუეს ჰქონდეს ნაკლები გასაქანი ქართულ საზოგადოებაში, ქართულ მედიაში და კიდევ ერთხელ გავიმეორე, ეს კანონი, გამჭვირვალობის კანონი, პირველ რიგში ემსახურება სწორედ სიცრუის და ტყუილის პრევენციას ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.