3 რადიაციული კერა საქართველოში - გარდაიცვალა და მძიმედ დაშავდა რამდენიმე ადამიანი

21:23 06-09-2019
4023

„ყველას აქვს უფლება, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი.

ადამიანს უფლება აქვს მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია მისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ“, - ვკითხულობთ საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლში. 

შესაძლოა, თუ არა ჩვეულებრივ დღეს, საქართველოს მოქალაქე რადიაციული დასხივების მსხვერპლი გახდეს?

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო რამდენიმე ინციდენტზე წერს, რომელშიც ატომური ენერგიის საერთაშორისო სამსახური იყო ჩართული.

ქუთაისის ინციდენტი

რადიაციული დასხივების მაგალითი 1994 წელს ქუთაისში გხვდება. რადიოაქტიური წყარო Co-60, რომელიც უკონტროლო რადიაქტიურ წყაროს წარმოადგენდა, მძიმედ იმოქმედა ერთ ადამიანზე, რის გამოც ის გარდაიცვალა.

სოფელი ლიას ინციდენტი

2001 წლის 2 დეკემბერს, საქართველოში, სოფელ ლიასგან დაახლოებით 50 კილომეტრში, შემთხვევითი რადიაციის ზეგავლენის ქვეშ სამი ხისმჭრელი მოხვდა, რომლებიც შეშის შესაგროვებლად იყვნენ გასულები. ეს მოვლენა ორი ცხელი ნივთის, კერძოდ მეტალისგან შემდგარი ცილინდრული ფორმის კონტეინერების გამოყენებამ გამოიწვია, რომელიც ხის მჭრელებს გასათბობად დასჭირდათ.

მოგვიანებით,  ეს ნივთები რადიოიზოტოპურ თერმოელექტრო წყარო Sr-90-ად დახასიათდა. წყაროსთან პირველი კონტაქტის შემდეგ, დაახლოებით 3-3,5 საათში ეს სამი ადამიანი თავის ტკივილს, თავბრუსხვევას და ღებინებას ჩიოდა.

ერთ-ორ კვირაში, ორ ადამიანს ზურგზე მუდმივი წვის შეგრძნება ჰქონდა, ხოლო მესამე იმავე შეგრძნებას განიცდიდა მარჯვენა ხელზე. ოჯახის წევრებმა ადგილობრივ პოლიციას სიმპტომების შესახებ უამბეს, ხოლო მან ექიმთან წასვლა ურჩია. სამივე მათგანი იმავე დღეს, 2001 წლის 22 დეკემბერს, ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამი პაციენტის ანამნეზის და კლინიკური სურათის საფუძველზე პაციენტებს მწვავე რადიაცული სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს. შემთხვევის შესახებ თბილისის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიის ინსტიტუტში პაციენტების გადაგზავნის მოთხოვნა გაგზავნეს. ინსტიტუტში სამივე პაციენტს საერთო მკურნალობა ჩაუტარდა, რომელიც მოიცავდა ანტიბაქტერიულ თერაპიას და იმუნოსტიმულატორებს.

2002 წლის იანვარში საქართველოს ხელისუფლებამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დახმარება სთხოვა. მათ ორი ჯგუფი გამოაგზავნეს, რომელთაგან ერთ-ერთს უნდა დაედგინა მიზეზი რადიაციის და აღმოეჩინა, არსებობდა თუ არა სხვა რადიოაქტიური წყაროები სოფელი ლიას ტერიტორიაზე, ხოლო მეორე ჯგუფს საჭირო მკურნალობა გაეწია დაზარალებულებისთვის. IAEA-ს თანამშრომლებმა ორი პაციენტი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანეს.

რადიოაქტიური ნივთები სპეციალურ კონტეინერში განათავსეს და დასახლებული პუნქტების ადგილიდან წაიღეს. რაც შეეხება პაციენტებს, მათ სხეულის დამწვარი ნაწილები ვეღარასდროს აღადგინეს.

საერთაშორისო ჯგუფების დასკვნის მიხედვით, დასხივების ძირითადი მიზეზი იყო რვა რადიოიზოტოპური თერმოელექტრო წყაროს, გენერატორი Sr-90-ის არასწორი მიტოვება, რომლებზეც  არ იყო მითითებული ნიშნები, რომლებიც რადიაციულ საშიშროებაზე მიუთითებდა.

ლილოს დასახლების ინციდენტი

1997 წელი აპრილი - ლილოს დასახლებაში ბაზირებული სამხედრო სასაზღვრო რაზმი ცნობილია იმით, რომ ამავე ტერიტორიაზე მანამდე რუსმა სამხედროებმა არ გაწმინდეს, ან დაავიწყდათ რადიოაქტიური წყაროების გაწმენდა. მათ ამის შესახებ არც საქართველოს ახალ ხელისუფლებას აცნობეს. რადიაციულ გამოსხივებას 1992 წლებში ცდების დროს იყენებდნენ, რათა რუსი სამხედროებისთვის დასხივების წყაროების აღმოჩენა და თავის არიდება ესწავლათ. რადიაქტიური წყაროები 1997 წლამდე არ უნახავთ, მანამ სანამ 11 ქართველი სამხედრო რადიაციის ზეგავლენის ქვეშ არ მოხვდა.

ქართველი ჯარისკაცების დაავადების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA) ერთად აქტიურად ჩაერთო გამოძიებაში, რომლის დროსაც აღმოაჩინეს დაახლოებით 352 დაბინძურებული სამხედრო ობიექტი. საბჭოთა კავშირის მმართველობის დროს, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდებოდა. ამ სიაში შედის მიტოვებული ელექტრონული მოწყობილობები, სამედიცინო ნარჩენები და სამხედრო წვრთნებისთვის განკუთვნილი ტექნიკური საშუალებები.

მომზადებულია სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

 

მოამზადა ანეტი მიქელაძემ