ვინ გამოიგონა დოლარის სიმბოლო? ჭეშმარიტი მიზეზი პოლიტიკური დაპირისპირების საგანია

19:19 06-09-2019
127

$ - მიუხედავად ამ ნიშნის გავრცელების დიდი მასშტაბისა, ამერიკული დოლარის სახელის და სიმბოლოს მნიშვნელობის, წარმოშობის შესახებ ზუსტი ისტორია ბოლომდე ცნობილი არ არის. თეორია ბევრია:  ბოჰემიის სამეფოს მონეტები, ჰერკულესის ბოძები და მუდმივად სიჩქარეში ჩართული ვაჭრები...

დოლარის ნიშანი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სიმბოლოა, რომელიც თავის თავში გულისხმობს უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ აშშ-ის ვალუტა. ეს სიმბოლო ერთდროულად არის ფერადი ამერიკული ოცნება, გაუმაძღრობა და აღორძინებული კაპიტალიზმი.

დოლარის უმცროსი ნათესავის სახელი ცენტი, რომლის აღმნიშვნელი ასო არის „c“ - ლოგიკურია, მაგრამ სად არის დოლარის აღმნიშვნელ სიმბოლოში ასო „D“?

$ - ამ სიმბოლოში ვხედავთ ასობგერა S-ს და ასევე ზოგიერთ შემთხვევაში გხვდება ორი ჯოხის მქონე S რაც შეიძლება მივამსაგვსოთ ასო U-ს.  ეს ორი ასო S და U მიგვანიშნებს თვითონ ქვეყნის სახელწოდებაზე United States. ეს ხომ სწორია?

აღმოჩნდა რომ არა. 1776 წელს აშშ ცნობილი იყო როგორც ამერიკის გაერთიანებული კოლონიები და დოლარის სიმბოლო ამ დროში უკვე გამოიყენებოდა.

1520 წელს, ბოჰემიის სამეფომ (ამჟამად ეს ტერიტორია ჩეხეთის საზღვრებში შედის) ვერცხლისგან მონეტების ჭრა დაიწყო, რომელსაც იოჰიმსდალას მაღაროში მოიპოვებდნენ. მონეტებს სახელად „იოჰიმსდალა“დაარქვეს, შემდეგ კი შეამოკლეს და „დალა“ დაარქვეს და ეს სახელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა.

მისი ჰოლანდიური ვარიანტი „დალერ“ ამერიკაში პირველ იმიგრანტებთან ერთად შევიდა და დღევანდელი „დოლარი“ მას ძალიან ჰგავს. 

ახლა კი ყველაზე გავრცელებული და აღიარებული თეორია ...

კოლონიებში ესპანურად მოსაუბრე და ინგლისურად მოსაუბრე ამერიკელებს შორის ცოცხალი ვაჭრობა იყო და პესო (ესპანური ან მექსიკური დოლარი) 1857 წლამდე კანონიერი ვალუტა იყო.

სიტყვა პესო, წერის დროს ხშირად მოკლდებოდა ასო P-თი და S-თი. თანდათან, მუდმივად სიჩქარეში მყოფი ვაჭრების „P“ და „S“ ერთმანეთში შეირწყა და მისგან დარჩა მხოლოდ ვერტიკალური ჯოხი და ცენტრში მყოფი „S“.

აღსანიშნავია, რომ დოლარის სიმბოლოს წარმოშობა არამხოლოდ ისტორიული ინტერესის საგანია, არამედ ამას პოლიტიკური დაპირისპირებაც მოჰყვება. ერთი მხარე ამტკიცებს, რომ ეს სიმბოლო აბსოლუტურად ამერიკული გამოგონებაა, ხოლო მეორე ამბობს, რომ სიმბოლო „სხვა ქვეყნიდან არის შემოტანილი“.

 

მოამზადა ანეტი მიქელაძემ