„რონალდუ, ჩამეხუტე!“ - 11 წლის ბიჭთან ფოტოს გადასაღებად ფეხბურთელმა ავტობუსი გააჩერა (ემოციური ვიდეო)

14:14 06-09-2019
300

პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ავტობუსი გააჩერა, რომლითაც გუნდი გადაადგილდებოდა. ფეხბურთელმა ვერ შეძლო რეაგირების გარეშე ჩაევლო 11 წლის ბიჭისთვის. ვიდეოს Sports Center-ი Twitter-ზე ავრცელებს.

რონალდუ პარტნიორებთან ერთად ვარჯიშიდან ბრუნდებოდა. ავტობუსიდან დაინახა ბიჭი, რომელიც იდგა წარწერით „კრიშტიანუ რონალდუ, ჩამეხუტე“.

ფეხბურთელმა მძღოლს გაჩერება სთხოვა. პატარა გულშემატკივარი ავტობუსის სალონში ამოიყვანა და მასთან ერთად ფოტო გადაიღო.

ინფორმირებული წყარო წერს, რომ 11 წლის ბიჭუნა ლეიკემიას ებრძვის. მას ედუარდო ჰქვია.