სომხეთში X საუკუნის მონასტერში, რომელიც იუნესკო-ს ნუსხაშია, ძლიერი ხანძარი გაჩნდა

13:36 06-09-2019
182

სომხეთში, ლორეს პროვინციაში მდებარე X საუკუნის მონასტერში, რომელიც იუნესკო-ს ნუსხაშია შეტანილი ძლიერი ხანძარი გაჩნდა. 

ადგილობრივი მედიის და სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, ცეცხლმა ახპატის სამონასტრო კომპლექსის ერთ-ერთი შენობა მთლიანად გაანადგურა. ჯამში დამწვარია დაახლოებით 600 კვადრატული მეტრის ფართობი, რომელიც სამონასტრო კომპლექსის საცხოვრებელი ნაწილი იყო. ხანძარი ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით გასულ ღამეს გაჩნდა.

ლორეს პროვინციაში მდებარე სომხური მონასტერი ახპატი, იგივე ჰაგფატავანკი, X საუკუნეში, წმ.ნიშანის მიერ აბას I-ის მეფობის დროს არის დაარსებული. წმ.ნიშანის პატარა ეკლესია ჰაგფატის ადრეული შენობაა. კომპლექსის უდიდესი ტაძარია წმ. ნიშანის კათედრალი, რომელიც აშენდა 967-991 წწ. მისი ცენტრალური გუმბათი ემყარება ოთხ საყრდენ სვეტს და გვერდით კედლებს. ის შესულია იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში.