ნიკოლოზ ბასილაშვილი „მერსედესის თასზე“ ითამაშებს

09:36 06-09-2019
7

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი „მერსედესის თასზე“ გავა. ტურნირი მომდევნო კვირას დაიწყება.

ის შტუტგარტში მეოთხე ნომრად იქნება განთესილი და პირველ წრეს გამოტოვებს. მეორე რაუნდში ქართველის მეტოქე უნდა იყოს უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩსა და ესპანელ ხაიმე მუნარს შორის მოგებული.