თბილისში სასწრაფოს მანქანა საცხოვრებელ სახლს დაეჯახა. არიან დაშავებულები

08:18 06-09-2019
3735

ნაძალადევის რიონში სააკაძის მეორე ჩიხში გამოძახებაზე მყოფი სასწრაფო დახმარების მანქანა დაღმართზე მოსრიალდა და საცხოვრებელ სახლს დაეჯახა - ამის შესახებ ინფორმაციას „imedinews“ - ავრცელებს. 

დაშავებულია სასწრაფოს მძღოლი და 2 ექიმი, ერთ-ერთი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო-სახანძრო სამსახურისა და პოლიციის ბრიგადები. ასევე შემთხვევის ადგილზე მივიდა რაიონის გამგებელიც.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის განცხადებით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ბრიგადა გამოძახებიდან ფილიალში ბრუნდებოდა.

„დაშავებულები ჰოსპიტალიზირებულები არიან კლინიკებში. ორი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო ერთის - სტაბილურად მძიმე.

წინასწარი მოკვლევით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობები გახდა“, - ნათქვამია განცხადებაში. 

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

 

ფოტო: თიკა ანდღულაძე