ისანი-სამგორის პროპკურორის ცემის ფაქტთან დაკავშირებით საქმეზე გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო

23:40 06-08-2019
115

ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის ივანე კაკალიას ცემის ფაქტთან დაკავშირებულ საკითხს გენინსპექცია სწავლობს. გენერალური ინსპექციის განცხადებით აღნიშნულზე გამოძიება, რამოდენიმე დღის წინ დაიწყო. ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ გენერალურ ინსპექციაში დაუდასტურეს.

ისანი-სამგორის რაიონულ პროკურორს თბილისში, დადიანის გამზირზე სახალხოდ, უამრავი ადამიანის თვალწინ გაუსწორდნენ. ტელეკომპანიის „რუსთავი 2“ - ის ინფორმაციით, მოძალადეები გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის თანამშრომლები არიან.

აღნიშნული შემთხვევა 29 მაისს მოხდა.