9 წლის კესარია მგელაძე ჭადრაკში ევროპის ჩემპიონია

21:01 06-08-2019

მოსწავლეთა შორის მსოფლიოს 2019 წლის ვეცხლისმედალოსან კესარია მგელაძეს და ინგლისელ ტემუმი ჯაიავარნას შორის მატჩი ქართველი მოჭადრაკის გამარჯვებით დასრულდა . შავი ფიგურებით მოთამაშე კესარიამ 42 სვლაზე მეტოქე აიძულა დანებებულიყო, 7 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონი გახდა!

შეგახსენებთ, რომ გუშინ ვადაზე ადრე გაინაღდა ევროპის ჩემპიონობა 7 წლის დავით თათვიძემ. დავითმა დღეს თავის მე-9 შეხვედრაც მოიგო და 9-დან 9 ქულით, დაასრულა ასპარეზობა.