ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში - დაშავებულია 2 ადამიანი

20:20 06-08-2019
146

ზუგდიდის ცენტრში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ამ დროისთვის ორივე მათგანი ქალქის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის განცხადებით , დაშავებულები გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში იმყოფებიან, სადაც კვლევები უტარდებათ. 

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

ავტორი: თეა შონია