თბილისში სამტრედიის ქუჩაზე მოხუცი ქალის ცხედარი იპოვეს, ორი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი

15:56 06-08-2019
126

თბილისში სამტრედიის ქუჩაზე ერთ-ერთ ბინაში მოხუცი ქალის ცხედარი იპოვეს.

ქუჩის პირველ ნომერში მდებარე კორპუსში პოლიცია ადგილობრივებმა გამოიძახეს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში უცნაური სუნი აწუხებდათ.

ადგილზე მისულ პოლიციას და მაშველებს ბინაში მყოფი ახალგაზრდა გოგონა, რომელიც კონტაქტური იყო კარს შეგნებულად არ უხსნიდა. საბოლოოდ კარი სამაშველო სამსახურმა გახსნა, სადაც ერთი ქალი უგონო მდგომარეობაში, ხოლო მეორე გარდაცვლილი ნახეს. მაშველები და ექიმები ბინაში მძაფრი სუნის გამო აირწინაღებით შევიდნენ. 

ამ ინფორმაციას შს სამინისტრო ადასტურებს. 

ამ დროისთვის ოფიციალური ვერსია არ არსებობს, თუმცა დიდი ალბათობით გაზის გაჟონვა გამორიცხულია. 

მეზობლების ინფორმაციით ასაკოვანი ქალები დები არიან. ასევე ყვებიან, რომ ოჯახი უცნაურობით გამოირჩევა და ისინი როგორც წესი კარჩაკეტილად ცხოვრობენ.