ჭუბერის თემში მდინარე დევრულას დინებამ იკლო

16:36 06-07-2019
12

ჭუბერის თემში მდინარე ნენსკრას შენაკადის, დევრულას დინებამ ამ მომენტისთვის იკლო. ნაპირის გასაღრმავებლად ადგილზე ტექნიკა მუშაობს. სტიქიის ადგილზე იმყოფებიან მხარის რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მისი მოადგილე და მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი.

ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარემ შიდა სასოფლო ხიდები წაიღო, თუმცა არცერთი სოფელი არ არის გარესამყაროს მოწყვეტილი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ამინდის გაუარესების შემთხვევაში დატბორვის საშიშროება არსებობს.

მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერის თემში, მდინარე დევრულას ადიდებამ გუშინ საღამოს საავტომობილი ხიდი დააზიანა.

ავტორი: თეა შონია