ამირან გამყრელიძემ ზაფხულის ცხელი დღეების შესახებ მოსახლეობა გააფრთხილა

14:05 06-07-2019
54

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელი დღეების დადგომასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს.

ამირან გამყრელიძეს განცხადებით, მაღალი ტემპერატურის დროს განსაკუთრებით მატულობს მწვავე დიარეული დაავადებების შემთხვევები, რაც გამოწვეულია საკვების არასათანადოდ შენახვის და არასათანადოდ შენახული საკვების მიღებით.

ასევე არასათანადო წყლის პროდუქტების მიღებამ შეიძლება ინფექციური დაავადებების განვითარება გამოიწვიოს.

„მომატებული ტემპერატურის დროს, არის რისკი გამწვავდეს სხვადასხვა დაავადებები, არასათანადოდ შენახული საკვების გამო, ასევე არასათანადო წყლის პროდუქტების მიღების შემდეგ, შეიძლება მთელი რიგი ინფექციური დაავადებები განვითარდეს და გამწვავდეს. ამავე დროს, სითბური ტალღის დაკვრის შედეგად, შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა დაავადებები როგორც ბავშვებში, ისე ხანდაზმულებში, მაგრამ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, ამ შემთხვევაში მომატებული ტემპერატურის მიმართ, გახლავთ ხანდაზმულები სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებით, როგორიცაა გულსისხლძართვთა დაავადებები, დიაბეტი, ფილტვების ქრონიკული დაავადებებით ავადმყოფები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ვისთვის არის საშიში მაღალი ტემპერატურა - წაიკითხეთ ამ ბმულზე.