ODIHR მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნის პროცესს დააკვირდება

12:43 06-07-2019
12

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაცია (OSCE/ODIHR) უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესს დააკვირდება. სახალხო დამცველის განცხადებით, სადამკვირვებლო მისია სპეციალური მეთოდოლოგიით იხელმძღვანელებს.

„ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი სიახლე გვაქვს, რომ ეუთო, ODIHR დათანხმდა სახალხო დამცველის მოთხოვნას და განაცხადა თანხმობა იმაზე, რომ მოავლინოს სადამკვირვებლო მისია, რომელიც იხელმძღვანელებს სპეციალური მეთოდოლოგიით და დააკვირდება მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნის პროცესს. ასევე შეაფასებს ამ პროცესს როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ასევე საქართველოს პარლამენტში. უმნიშვნელოვანესია, რომ ადგილობრივი დამკვირვებლების გარდა. ჩვენ გვეყოლება ძალიან კომპეტენტური და მაღალი კვალიფიკაციის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაც ამ პროცესზე დასაკვირვებლად“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაცია (OSCE/ODIHR) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის მიმდინარე პროცესს დააკვირდება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში კანდიდატებს დღეს დაარეგისტრირებს.