ტრამპი: ირანი, როგორც სახელმწიფო, კრახს განიცდის

11:30 06-07-2019
23

მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა ოფიციალურ თეირანს სანქციები დაუწესა, ირანი, როგორც სახელმწიფო, კრახს განიცდის. ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააკეთა.

„როცა პრეზიდენტი გავხდი, ირანი ტერორის სახელმწიფო იყო. ისინი ახლაც უდავოდ ტერორის ჩემპიონები არიან. ისინი კრახს განიცდიან როგორც სახელმწიფო, თუმცა მე არ მინდა მათი კრახი. ჩანს თუ რა განსაკუთრებული ძალა ჰგონია სანქციებს,“- განაცხადა დონალდ ტრამპი.

ირანის საკითხზე აშშ-ს პრეზიდენტმა საფრანგეთში, ემანუელ მაკრონთან ორმხრივი მოლაპარაკებების დროს ისაუბრა . ლიდერებმა აღნისნეს, რომ არ სურთ ირანმა ბირთვული იარაღი მოიპოვოს. ემანუელ მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ სურს ოფიციალურმა თეირანმა ბალისტიკური რაკეტის პროგრამა შეზღუდოს.

დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დაგმო 2015 წელს, ბარაკ ობამას მიერ გაფორმებული ბირთვული შეთანხმება, რომელიც აშშ-მ გასულ წელს დატოვა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ირანს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა და ახალი შეთანხმების დადება შესთავაზა.

აშშ-ს მიერ განახლებულ სანქციებს ოფიციალური თეირანი ზეწოლად მიიჩნევს. ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ თეირანი განაგრძნობს ვაშინგტონის ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ტრამპის მიერ შეთავაზებულ მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს.

ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა სწორედ მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპმა ბირთვული შეთანხმება დატოვა და ირანს სანქციები განუახლა. რამდენიმე კვირის წინ, ოფიციალურმა თეირანმა თავადაც შეწყვიტა შეთანხმების რამდენიმე პირობის შესრულება. კერძოდ, ირანმა შეწყვიტა გამდიდრებული ურანის ნაშთის გაყიდვა და მისი წარმოების მასშტაბის გაზრდით დაიმუქრა.

ავტორი: მარიამ გიგანი