ახალქალაქში დაკავებულები ხელწერილით გაათავისუფლეს

11:15 06-07-2019
58

საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ, ახალქალაქში ადმინისტრაციული წესით დაკავებული 2 პირი ხელწერილით გაათავისუფლეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ჩადენილი სამართალდარღვევის შესახებ განხილვა სასამართლოში გაგრძელდება.

სამართალდამცავებმა ორი პირი გუშინ ახალქალაქში, თავისუფლების ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ დააკავეს. დაპირისპირება სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ მოტოციკლეტის მძღოლის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება სცადა. მათ სამართალდამცველებს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო შემდეგ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს.