ყალბი საბანკო ამონაწერებით კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე ათი პირი ამხილეს

11:02 06-07-2019
26

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე ათი პირი ამხილა. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, მიმართეს ერთ - ერთ ორგანიზაციას, რა დროსაც, სესხის მიღების მიზნით, წარადგინეს ყალბი ცნობები ფინანსური მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, წარდგენილ იქნა ყალბი საბანკო ამონაწერები, თითქოსდა, ისინი იყვნენ სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლები და ერიცხებოდათ შესაბამისი შემოსავალი.

„გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე და 210-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.