რას უყვება „პრაიმტაიმს“ ბორჯომში დაკარგული მოსწავლეების დამრიგებელი

19:46 06-06-2019
107

ბორჯომში მეცხრეკლასელი ორი გოგოს დაკარგვის ფაქტზე „პრაიმტამთან“ მათი დამრიგებელი საუბრობს. ნათელა ღლონტის თქმით, მოსწავლეებში რაიმე ცვლილება არ შეუნიშნავს და უჭირს საუბარი, თუ რის გამო შეიძლებოდა გაუჩინარებულიყვნენ გოგონები.

„ერთ-ერთის დედა აქვე, ბანკში მუშაობს. როცა მოსწავლე არ მოვიდა გაკვეთილზე, გადავედი და ვუთხარი შენი შვილი არ არისთქო. გაუკვირდა, ძმებთან ერთად გამოვუშვი სახლიდანო. როგორც ჩანს, გზიდან გადაუხვია.

ბოლო დროს ხასიათში და ქცევაში ცვლილება არ შემინიშნავს. არც სამეგობრო წრე შეუცვლიათ. ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლეები იყვნენ“, - ამბობს ნათელა ღლონტი.

ბორჯომში მეცხრეკლასელი ორი გოგოს დაკარგვის ფაქტზე „პრაიმტაიმისთვის“ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

როგორც წყარო გვიყვება, დაკარგულ გოგოებს ოჯახში კონფლიქტი ჰქონდათ.
არსებული ინფორმაციით, პოლიციას ამის შესახებ ინფორმაცია უკვე აქვს. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

როგორც „პრაიმტაიმს“ უწყებაში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, დაკარგულები 15 წლის გოგოები არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, მიტოვებულ შენობაში გოგოების მობილური ტელეფონები და მაისურები იპოვეს. ისინი დღეს სკოლაში არ მისულან.

გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გო­გო­ე­ბის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის და­სად­გე­ნად ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - აცხადებენ შსს-ში.

 

ავტორი: რუსკა გვარამაძე