სოფელ ცეცხლაურში პირველი თანამედროვე ევრო სტანდარტების ნარჩენების განთავსების ობიექტი აშენდება

17:56 06-05-2019
38

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით ახალი სანიტარული ნარჩენების განთავსების ობიექტი აშენდება, პირველი თანამედროვე ევრო სტანდარტების ნაგავსაყრელი იქნება საქართველოში, რომლის მშენებლობის პროცესში საერთაშორისო საფინანსო და საკონსულტაციო ორგანიზაციებია ჩართული.

პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც მათ შორის 3 მილიონი ევრო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)-ს მიერ იაფი სესხის ფარგლებში, ხოლო 4 მილიონი ევრო გრანტის სახით, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ დაფინანსდა.

სოფელ ცეცხლაურში თანამედროვე ევრო სტანდარტების ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის პროექტის გაცნობის მიზნით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. ნარჩენების მართვის პროექტი ითვალისწინებს ახალი სანიტარული ნარჩენების მართვის ობიექტის და მისასვლელი გზის დამხმარე შენობა_ნაგებობების მშენებლობას, ასევე ბათუმისა და ქობულეთის არასტანდარტული მოქმედი ნაგავსაყრელების დახურვას.

შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“-სა და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ მშენებელ კომპანია „გოქსინ ინშაათ-ს„ შორის პროექტის ახალი სანიტარული ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა.