სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი: „აღფრთოვანებული ვარ თქვენი ძალისხმევით განათლების სისტემის ტრანსფორმაციისთვის“

11:16 06-05-2019

ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში მყოფი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი უცხოელ მეცნიერებთან და ექსპერტებთან განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაცნობას აგრძელებს. 

ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა რეფორმის მიმდინარეობის პროცესი სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორთან საუმიტრა ჯასთან  შეხვედრაზე განიხილა.  სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა საქართველოში მიმდინარე რეფორმა და მთავრობის  მხრიდან განათლების სისტემის მაქსიმალური მხარდაჭერა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენად შეაფასა.

შესაბამისად, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორები აქტიურად იქნებიან ჩართული განათლების რეფორმის მიმნდინარეობის პროცესში და მონაწილეობას მიიღებენ ყველა იმ იმ საინტერესო იდეის განხოერციელებაში, რაც საქართვრელოში იგეგმება.

„მოვისმინე თქვენი გეგმები და უაღრესად აღმაფრთოვანებელია ის უზარმაზარი ძალიასხმევა, რასაც განათლების სისტემისთვის აკეთებთ.  როგორც ჩანს, გექნებათ მნიშვნელოვანი ცვლილებები. ვფიქრობ, რომ ტექნოლოგიების გამოყენება განათლებაში გზას გაგიხსნით მეტი წარმატებისკენ” - განაცხადა სტენფორდის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, აშშ-ში განათლების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან მიხეილ ჩხენკელთან ერთად იმყოფება.