რას პასუხობს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია კითხვას სააკაშვილის ექსტრადირებაზე?

10:29 06-05-2019
55

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღადგინა სამართლიანობა მისთვის მოქალაქეობის მინიჭებით. შემდგომი ნაბიჯები სამართალდამცველმა სტრუქტურებმა უნდა გადადგან - ასე პასუხობს შეკითხვას, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერი. მისივე თქმით, ამ ეტაპზე სააკაშვილის დანიშნვნა, რაიმე თანამდებობაზე არ განიხილება:

„ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს არანაირი ოფიციალური მოლაპარაკებები მიხელ სააკაშვილისთვის რაიმე თანამდებობის მინიჭების შესახებ. ჩვენ ვგეგმავთ ერთად შევკრიბოთ ადამიანები, რომლებიც მზად არიან ჩვენს ქვეყანაში ცვლილებები განახორციელონ. ვფიქრობ არა მხოლოდ პრეზიდენტი ზელენსკი, არამედ მთელი მსოფლიო ყურადღებას ადევნებდა თვალს იმ ძირეული ცვლილებებს რომელიც საქართველომ განიცადა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს. საქართველოს გამოცდილება და ცოდნა საინტერესო იქნება უკრაინისთვის. აქ საუბარი არაა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილზე, არამედ ასევე თანამშრომლობაზე ოფიციალურ სტრუქტურებთან“- განაცხადა იულია მენდელომ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს პროკურატურა ედავება და მის ექსტრადიციას ითხოვს.

აქედან ერთ-ერთ საქმეზე, კერძოდ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულთა შეწყალების საქმეზე 5 იანვარს ქართულმა სასამართლომ სააკაშვილს დაუსწრებლად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილის საექსტრადიციო პროცედურები საქართველოს პროკურატურას დაწყებული აქვს და ეს სამართლებრივი პროცედურები არ შეწყვეტილა.

„სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად მოუწევს ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა და ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგება“,- განაცხადეს პროკურატურაში.