ნათია მეზვრიშვილი - სახეზეა დავით სარალიძის მკვლელი გამამტყუნებელი განაჩენით

21:43 06-04-2019
109

არაა გამორიცხული, ხორავას საქმეზე ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადიგლემ ნათია მეზვრიშვილმა „ტვ-პირველის“ ეთერში განაცხადა. ნათია მეზვრიშვილის თქმით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე რთული და კომპლექსური საქმეა.

ჩვენ გვაქვს სახეზე კონკრეტული შედეგი – სახეზეა დავით სარალიძის მკვლევლი გამამტყუნებელი განაჩენით და სახეზეა ბრალდებული, ჯგუფურ მკვლელობაში თანამონაწილე მიხეილ კალანდია. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს – იცით, რომ ათამდე პირი გვყავს ამ საქმეზე დაკავებული, რომელთა ნაწილი დღეს უკვე სასჯელს იხდის. გამოძიება გრძელდება და რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულთა წერე გარკვეული მიმართულებებით გაფართოვდეს, რადგან ეს გახლავთ რთული და კომპლექსური საქმე. ფაქტობრივად, ყოველ თვე თითო ბრალდებულით მეტი გვყავდა ამ სისხლის სამართლის საქმეში: ზოგი დანაშაულის დაფარვაზე, ზოგი  – დანაშაულის შეუტყობინებლობაზე,  ზოგი – ცრუ ჩვენებაზე” - განაცხადა მეზვრიშვილმა

შეგახსენებთ, დღეს შსს-მ დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდიას დააკავა, რასაც უკვე 17 თვეა მოკლულის მამა, ზაზა სარალიძე ითხოვდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმის პალატის გადაწყვეტილებით, დავით სარალიძის განხრაზ მკვლელობა ჩაიდინა გ. ჯ.-მ, ჯგუფურად, პალატამ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და გ.ჯ-ს 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა