დედოფლისწყაროში მოსწავლემ 82 წლის მასწავლებლი გარყვნილ ქმედებაში ამხილა

17:37 06-03-2019
326

სექსუალური შევიწროების ფაქტი დაფიქსირდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში.

82 წლის მასწავლებელი 12 წლის მოსწავლეს, რომელიც ბებია-პაპასთნ იზრდებოდა, საკუთარ სასიყვარულო ისტორიებს უყვებოდა და მისგანაც იგივეს ითხოვდა.

ამის გარდა, ის მოსწავლეს ფულს აძლევდა მფარველობას პირდებოდა. 
მის მიმართ განხორციელებული ქმედების შესახებ მოსწავლემ კლასის დამრიგებელს უამბო და მოძალადე მასწავლებელთან დიალოგი ტელეფონით ჩაიწერა.

ფაქტის გახმოვანების შემდეგ, პედაგოგი სკოლიდან დაითხოვეს. პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე გარყვნილი ქმედების მუხლით აღძრა. გამოკითხულია, როგორც არასრულწლოვანი, ასევე სკოლის პედაგოგები. 

მოზარდი დედოფლისწყაროდან თბილისში დედასთან დააბრუნეს. ოჯახის გადაწყვეტილებით, ის სხვა სკოლაში ივლის.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე, სისხლის სამართლის 141-ე მუხლით დაიწყო. გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია როგორც თავად არასრუწლოვანი, ისე სკოლის მასწავლებლები. ასევე, ამოღებულია გამოძიებისთვის საჭირო ყველა ნივთმტკიცება. „საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს“, – აღნიშნავენ შსს-ში.

84 წლის პედაგოგი სკოლიდან უკვე გაათავისუფლეს.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი