24 წლის წინ აფხაზეთში დაკარგული შვილი დედამ ახლა იპოვა - ემოციური კადრები

15:22 06-03-2019
28150

24 წლის წინ აფხაზეთში დაკარგულიი შვილი დედასთან ჩავიდა. ფაქტის ამსახველ ვიდეოკადრებს სოციალურ ქსელში „სენაკის ქრონიკა“ - ავრცელებს. 

სოციალური ქსელის მომხმარებელი სალომე ბუცხრიკიძე წერს, რომ ბიჭი, სახელად დათო, აფხაზეთის ომის დროს დაიკარგა. ის მაშინ 7-8 წლის იყო.

„ძალიან ემოციური ჩემთვის ამ ყველაფრის დაწერა. მოკლედ, ეს ბიჭი არის დათო. აფხაზეთის ომის დროს დაიკარგა. დადიოდა სხვადასხვა ქალაქებში, ხან სად ათევდა ღამეს და ხან სად. მამაჩემი შემთხვევით წააწყდა ბათუმში, როცა ის უპატრონოდ იყო, წამოიყვანა ბათუმიდან და ჩვენს ოჯახში და-ძმასავით ვიზრდებოდით.

დათო მაშინ 7-8 წლის იქნებოდა როცა მამამ იპოვა. შემდეგ ჩვენმა უშვილო ახლობლებმა იშვილეს და ძალიან ბედნიერად ცხოვრობდა ეს წლები. პარალელურად თვითონაც და ჩვენც, მისი ნამდვილი ოჯახის ძებნა არასდროს არ შეგვიწყვეტია. წლების შემდეგ მოხდა სასწაული და სრულიად შემთხვევით იპოვა ნამდვილი ოჯახი, დანარჩენს თავად ხედავთ ვიდეოში“, - წერს სალომე ბუცხრიკიძე.

 „პრაიმტაიმი“ შეეცედა ამბის დეტალების გარკვევას და როგორც არმოჩნდა ამ ისტორიის რამდენიმე ვერსია არსებობს.

24 წლის წინ დაკარგული 13 წლის ბიჭი დათა გახოკიძეა, ახლა კი დავით ბებიაშვილის სახელით და გვარით,მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოს მკვიდრია. დაკარგულ შვილს დედა დალინა გაგუა 24 წლის განმავლობაში ეძებდა. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ მარტვილის რაიონის ნაჯახაო-ნაგებერაოს თემის რწმუნებულმა ირაკლი დანელიამ მიაწოდა.

„ 13 წლის იყო,როცა დეიდაშვილთან ერთად წავიდა თბილისში და მერე იკარგება კვალი... ოჯახს არ დაუკარგავს რწმენა,ეძებდნენ. მამა გარდაცვლილი ჰყავს. ბიჭის დაკარგვიდან 2 წელიწადში გარდაიცვალა. ასევე ჰყავს 2 ძმა და დედა. ორი თვის წინ ქუთაისში ჩხუბი მოსვლია,დააკევეს და იქ ციხეში მეზობელს უცვნია შენ ხომ გახოკიძე ხარო და ასე მოვიდა სახლში. გუშინ ვნახე მე,ბუნდოვნად რაღაცეები ახსოვს,ახსენებს გალს,სოფელ ოტობაიას,ოღონდ რა კავშირშია ეს ყველაფერი არ ვიცით. ნაწილობრივ აღიდგინა მარტვილის სახლიც“,- ამბობს სოფლის რწმუნებული. ამჟამად დავით ბებიაშვილი თერჯოლაში ცხოვრობს.