ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ნანა კოსტავას ქმედებას გმობს

15:08 06-03-2019
19

„ცალსახად დავაფიქსირე ჩემი ნეგატიური პოზიცია და ახალს ვერაფერს ვერ დავამატებ. ეს არის არჩეული პირი და არ ვიცი ახლა საკრებულოს დონეზე რა მექანიზმები არსებობს, მაგრამ.მისი ქმედება ცალსახად დასაგმობიბდა მიუღებელია“,- ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ქუთაისის საკრებულოს წევრის ქმედებას და კიდევ ერთხელ აკრიტიკებს.

სოფიო კილაძის თქმით, ნანა კოსტავას განცხადება არაჰუმანური იყო და მან აშკარად დასაგმობი ქმედება ჩაიდინა.

კილაძის განცხადებით, კოსტავა თვითმმართველ ერთეულში არჩეული პერსონაა, შესაბამისად მისი საკრებულოში ყოფნა არ ჰყოფნის საკითხი კანონით რეგულირდება. თუმცა არსებობს მორალური საკითხი რაც ინდივიდუალური გადაწყვეტილების საგანია.

ქუთაისის საკრებულოს წევრმა ნანა კოსტავამ დღეს განაცხადა, რომ მანდატის დატოვებას აღარ აპირებს.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის, ნიკოლოზ ლატარიას თქმით, კოსტავას ამ გადაწყვეტილების გამო, შესაძლოა ფრაქცია „კონსერვატორები-ქართული ოცნება” მან დატოვოს.

ქუთაისის საკრებულოს წევრს, ნანა კოსტავას ასევე ემიჯნება მმართველი პარტია.

ნანა კოსტავას პასუხიმგებლობის საკითხი მას შემდეგ დაისვა, რაც ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა, ბლოგერ სალომე ბარკერის მისამართით სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის შემცველი პოსტი გამოაქვეყნა.

მოგვიანებით კი ბოდიში მოიხადა.

ბოდიშის მიუხედავად, დეპუტატს ბოიკოტი გამოუცხადა ადგილობრივმა მედიამ. საზოგადეობის უმრავლესობა და არასამთავრობო სექტორი დღემდე მწვავედ აკრიტიკებს.

პოლიტიკურ წრეებში პოლიტიკური ფიგურის მიმართ არცერთი მხარდამჭერი ჟესტი არ დაფიქსირებულა.