შეტაკებები წმინდა მიწაზე - იერუსალიმში დაპირისპირება დაკავებებით დასრულდა

11:28 06-03-2019
76

იერუსალიმში ალ აქსას მეჩეთთან ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ მლოცველებს შორის შეტაკებები მოხდა. არეულობა მეჩეთთან ისრაელის მოქალაქეების გამოჩენამ გამოიწვია, რომლებიც ყოველწლიურ დღესასწაულს, ე.წ. „დროშების აღლუმს“ აღნიშნავდნენ, ანუ ისრაელის მიერ იერუსალიმის მთლიანად დაპყრობის 52 წლისთავს.

ალ აქსას მეჩეთი, რომელიც კლდის გუმბათის სახელითაა ცნობილი, ებრაელებისთვის წმინდა ადგილად მიიჩნევა, როგორც პალესტინის, ასევე ისრაელის მოსახლეობისთვის. წმინდა ადგილას „დროშების აღლუმის“ გამართვამ პალესტინელების გაღიზიანება გამოიწვია.

მუსულმანების დასაშლელად ისრაელის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. პალესტინელებმა სამართალდამცველებს ქვები და სკამები დაუშინეს. შეტაკებების შედეგად, პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა.

ავტორი: მარიამ გიგანი