ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დაღუპული სამხედროების შვილებს თავდაცვის მინისტრმა მიულოცა

20:38 06-01-2019

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, გარდაცვლილი სამხედროების შვილებს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში უმასპინძლა.

2008 წლის აგვისტოს ომში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედროების შვილებმა სპორტულ-გასართობ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.

სპორტული შეჯიბრებების დასრულების შემდეგ, მონაწილეებს თავდაცვის მინისტრმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და მედლები წარწერით – „მამის მეგობრისგან“ გადასცა. ლევან იზორიამ განაცხადა, რომ გარდაცვლილი სამხედროების ოჯახების მხარდაჭერა და მათზე ზრუნვა თავდაცვის უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. 

ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს პროექტის – „მამის მეგობრისგან“ ფარგლებში გაიმართა.