ხელჩართული ჩხუბი სამეგრელოს ქალთა საფეხბურთო კლუბებს შორის

18:59 06-01-2019
2993

ჩხოროწყუს საფეხბურთო სტადიონზე გამართული მატჩი  ხობის „კოლხეთსა“ და ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ შორის ინციდენტით დასრულდა. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ხობის ქალთა ფეხბურთის კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ლატარიამ განუცხადა.

“ როგორც კი ჩვენი ქალთა გუნდი ჩავიდა ჩხოროწყუში სათამაშოდ,ერთგვარი მობილიზება შეინიშნებოდა,თითქოს „მტრები“ ჩავედით იქ. მსაჯიდან დაწყებული იყო აგრესია ჩვენი გოგონების მიმართ. პირველი ტაიმის დასასრულს გასახდელში დაიწყო საშინელი ხმაური და წივილ-კივილი. იმათი მწვრთნელი იძახდა თქვენმა გოგონებმა ჩვენებს შეაგინესო. მე, ცხოვრებაში არ მინახავს მსგავსი სიტუაცია. ჩემი გუნდიდან სამი ფეხბურთელია დაშავებული. ესენი არაინ:ანა წულაია,მარი გოროზია და თათია ჟიშკარიანი. გოგონებს აქვთ ტვინის შერყევა,ზუგდიდშიც მყავდა საავადმყოფოში და ექიმმა 5 დღიანი წოლითი რეჟიმი გამოუწერა“,- განაცხადა მწვრთნელმა.

ქალთა საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარ ფაქტთან დაკვშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმირებულია. 

რაც შეეხება ფეხბურთის ფედერაციას,  უწყებაში პრაიმტაიმს განუცხადეს,რომ მომხდართან  დაკავშირებით სადისციპლინო კომიტეტი, მომდევნო კვირას, ორივე მხარეს მოუსმენს. 

ავტორი: თეა შონია