თბილისში ბავშვთა დაცვის დღეს საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამით აღნიშნავენ

10:01 06-01-2019
138

საქართველოში დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართება. ღონისძიებები იგეგმება როგორც საქართველოს დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.

ერთ-ერთი მთავარი იქნება საქართველოს პარლამენტის სასახლის შიდა ეზოში დაგეგმილი ღონისძიება, რომლის მონაწილეებსაც სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიმართავს.

დღესვე, 2008 წლის აგვისტოს ომში და საბრძოლო მისიებში დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს ანსამბლი „ერისიონი“ უმასპინძლებს. ანსამბლის წევრები ბავშვებს ბავშვთა საერთაშორისო დღეს მიულოცავენ და მათთვის კონცერტს გამართავენ.

კონცერტები, სპორტული და სამხატვრო კონკურსები, გამოფენები, თეატრალური დადგმები, კულინარიული ფესტივალები - მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა ელოდება თბილისში ბავშვებსა და მათ მშობლებს ბავშვთა დაცვის დღეს, რომელიც მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად 1 ივნისს აღინიშნება.

პროგრამა:

თანამედროვე ქართული ანიმაციური ფილმების ჩვენება

სად: კინოს სახლი (ძმ. კაკაბაძეების ქ. 2)

როდის: 13:30 სთ.

კინოს სახლში გაიმართება თანამედროვე ქართული ანიმაციური ფილმების ჩვენება. პროგრამაშია ფილმები „ჯიბის კაცი“ (რეჟ. - ანა ჩუბინიძე), „ჯინო“ (რეჟ. დათო კიკნაველიძე), „ფრანი“ (რეჟ. ლადო სულაქველიძე), „მეთევზე და გოგონა“ (რეჟ. მამუკა ტყეშელაშვილი), „პომიდორი“ (რეჟ. პეტრე თომაძე). შესვლა თავისუფალია.

ქუჩის ნახატების ფესტივალი

სად: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა (რუსთაველის გამზირი, 11)

როდის: 15:00 სთ.

ეროვნული გალერეა უმასპინძლებს ქუჩის ნახატების ფესტივალს: ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, დახატონ დიდ პანოებზე, რომლებითაც მათ ორგანიზატორები მოამარაგებენ. მათთვის შთაგონების წყარო იქნება გალერეაში გამოფენილი ტილოები.

ვაკის პარკი

სად: ვაკის პარკი (ჭავჭავაძის 76)

როდის: 12:00 - 18:00 სთ.

ვაკის პარკის სტუმრებს ელის კონცერტი, გასართობი კონკურსები, საპნის ბუშტების შოუ, ქიმიური ლაბორატორია, კონტაქტური ზოოპარკი, თოჯინების თეატრი, ილუზიონისტების შოუ, სამაგიდო ფეხბურთი, ლაბირინთი და მრავალი სხვა გასართობი.

მუშთაიდის პარკი

სად: მუშთაიდის პარკი (აღმაშენებლის 182)

როდის: 17:00 - 19:00

მუშთაიდის პარკში დაგეგმილია საბავშვო ნახატების გამოფენა. იქვე ბავშვები შეძლებენ, პუფებზე მოკალათდნენ და დახატონ. ქაღალდი და ფანქარი პარკში დახვდებათ.

მთაწმინდის პარკი

სად: მთაწმინდის პარკი

როდის: 11:00 - 18:00 სთ.

მთაწმინდის პარკში ბავშვებს ელოდებიან კლოუნები, მიმები, ზღაპრის გმირები, საბავშვო ანსამბლები, პრიზების გათამაშება და მრავალი სხვა.

ზოოპარკი

სად: თბილისის ზოოპარკი (კოსტავას ქ. 64)

როდის: 11:30 – 19:00

ბავშვთა დაცვის დღეს მხიარულად აღნიშნავენ დედაქალაქის ზოოპარკში. ზეიმის სტუმრებს ელით კონკურსები მეკობრეობის თემაზე, განძის ძებნა, თევზაობა, ჯირითი, ლასოს სროლა, ორჩოფეხებზე სიარული და მანქანებით რბოლა.

„ისთ-ფოინთი“

სად: სავაჭრო ცენტრი „ისთ-ფოინთი“ (თვალჭრელიძის ქ. 2)

როდის: 11:30 – 19:00

ბევრ საინტერესოს ნახავენ ბავშვები სავაჭრო-გასართობ ცენტრ „ისთ-ფოინთში“. ცენტრის ტერიტორია 5 „სამეფოდ“ დაიყოფა, ყოველ მათგანში გასართობი წარმოდგენები გაიმართება. ბავშვები მონაწილეობას მიიღებენ კოსტიუმირებულ აღლუმში, ითამაშებენ კრიკეტს, უყურებენ საპნის ბუშტების შოუს, მიიღებენ საჩუქრებს - და ეს ყველაფერი საბავშვო სიმღერების ფონზე გაიმართება.

„თბილისი გალერი“

სად: „თბილისის გალერი“ (რუსთაველის 2)

როდის: 11:30 – 19:00

მრავალფეროვანი და მხიარული პროგრამა ელოდება ბავშვებს სავაჭრო-გასართობ ცენტრ „თბილისი გალერიში“, კოსმოსურ სივრცეში „რია რია“. გასართობ პროგრამაშია მფრინავი ფოტოსტენდი, დიჯეის გამოსვლა, თემატური დეკორაციები, კონკურსები კოსმოსურ თემაზე და მხიარული ორკესტრი.

„თბილისი მოლი“

სად: „თბილისი მოლი“ (აღმაშენებლის ხეივანი, მე-16 კმ)

როდის: 10:30 – 22:00

„თბილისი მოლში“ ყველაზე პატარა სტუმრებს სიურპრიზებს მოუმზადებენ. აქ იქნებიან მხიარული კლოუნები, თოჯინების თეატრი, სპორტული შეჯიბრები, ზღაპრის გმირები და სხვ.

„ქარვასლა“

სად: „ქარვასლა“ (დადიანის ქ. 7)

როდის: 17:00 – 18:00

1 ივნისს სავაჭრო და ბიზნესცენტრ „ქარვასლაშიც“ აღნიშნავენ. პროგრამაშია საცირკო წარმოდგენები, საპნის ბუშტების შოუ, ჟონგლიორების, ილუზიონისტების გამოსვლა და სხვ. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქ.თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და ვაკის რაიონის გამგეობის ერთობლივი ორგანიზებით, თბილისში, ვაკის პარკში, დაგეგმილია სხვადასხვა სახის ბავშვთა გასართობი ღონისძიებები.

კონცერტი-12:00-18:00 სთ

მონაწილეები:

• ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო

• საბავშვო სტუდია ბზიკები

• საბავშვო სტუდია ბასტი-ბუბუ

• მე-19 სახელოვნებო სკოლა

• საბავშვო სტუდია მეკო

სივრცეში დაგეგმილი აქტივობები-12:00-18:00 სთ

• კონტაქტური ზოოპარკი

•სახეზე მოხატვა

• თოჯინების თეატრი

• დრამერების და ანიმატორების შოუ

• საბავშვო-გასართობი სადგურები 20-ზე მეტ ლოკაციაზე

• სმარტფოტო 

• გიფერი 

• საპნის ბუშტების შოუ 

•ზალიკოს ცენტრის კუთხე

•კულინარიული კუთხე

•კუთხე ორიგამებით მუშაობისთვის

•საბავშვო გამომცემლობების კუთხე

•ქიმიური ლაბორატორია

•თოჯინების თეატრის წარმოდგება

•ილუზიონისტების შოუ

•საცირკო სანახაობა

•ტიტანის რობოტების შოუ

მთელი დღის განმავლობაში ბავშვების განწყობაზე იზრუნებენ ზღაპრის გმირები.

აგრეთვე 1 ივნისის ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წინ, 13:00-19:00 საათამდე, გაიმართება სასახლის აღსაზრდელების კონცერტი. დასწრება თავისუფალია.