თბილისში ჭილაძის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

20:44 05-31-2019
454

თბილისში, ჭილაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ გაზის გაჟონვის გამო მეორე სართულზე აფეთქება მოხდა.

როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქებას ნგრევა არ მოჰყოლია. დაშავებულია 3 ადამიანი, მათგან ორი საავადმყოფოში თვითონ მივიდა, ერთი კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა.