ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

თავდასხმა ოდესაზე

ომი უკრაინაში 1713852600

რუსეთის მიერ ოდესაზე დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად, ცხრა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია

რუსეთის მიერ ოდესაზე დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად სულ მცირე ცხრა ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების ავრცელებენ. დაშავებულებს შორის ოთხი ბავშვია.მათივე ინფორმაციით, რუსეთის სამიზნე იყო სამრეწველო ობიექტები და საპორტო ინფრასტრუქტურა.მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ღამის განმავლობაში რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე გაშვებული 16 უპილოტო საფრენი აპარატიდან 15-ის ჩამოგდება შეძლეს. შვიდი მათგანი განადგურებულია ოდესის ოლქში. დრონების თავდასხმის შედეგად ოდესის ოლქში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები.

რაფა

მსოფლიო 1713851686

ისრაელის არმიამ ავიაიერიში ქალაქ რაფაჰზე მიიტანა

ომი გრძელდება ახლო აღმოსავლეთში. ისრაელის არმიამ „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაციის ფარგლებში, ავიაიერიში ქალაქ რაფაჰზე მიიტანა.სამიზნეში მოექცა ლტოლვილთა ბანაკიც, თუმცა ცნობები მშვიდობიან მოქალაქეებს შორის მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.თვითმხილველების ინფორმაციით, ცახალის ძალებმა წინასწარი გაფრთხილება გაავრცელეს და მოსახლეობას სამიზნეში ამოღებული რაიონის დატოვება ურჩიეს.

უჩინმაჩინის ფარი

მსოფლიო 1713851280

ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო

გახსოვთ უჩინმაჩინის ფარი, რომელიც 2 წლის წინ ბრიტანეთში შექმნეს?2022 წელს შევიტყვეთ, რომ ლონდონში დაფუძნებულმა კომპანიამ Invisibility Shield Co "უჩინმაჩინის ფარი" შექმნა, რომლის უკან აღმოჩენის შემთხვევაშიც ნებისმიერ გარემოში უჩინრად იქცევით. დიახ, ბრიტანული სტარტაპის მიერ შექმნილი ფარი მის უკან მყოფ ადამიანებს სრულიად უხილავს ხდის.როგორც 2022 წელს ვიტყობინებოდით, ინოვაციის უკან საკმაოდ მარტივი ტექნოლოგია დგას. ფარზე არსებული ლინზების წყება ფარის უკნიდან წამოსულ სინათლეს, ობიექტის გამოსახულებას წარმატებით ამრუდებს და ფარის წინ მყოფი დამკვირვებლისგან შორს ფანტავს. ლინზები ვერტიკალურადაა ორიენტირებული, რათა დასამალი ობიექტიდან არეკლილი გამოსახულება — სინათლე ზემოთკენ მიმართოს, ზემოთ აირეკლოს და არა პირდაპირ.ფარის შექმნას წინ უამრავი ექსპერიმენტი უძღოდა. მკვლევრები ცდიდნენ ლინზების სხვადასხვა განლაგებას, ფორმას, სიღრმეს, კუთხეს. ამის შემდეგ გუნდი საუკეთესო გადაწყვეტამდე მივიდა.როგორც კომპანიაში აცხადებენ, ფარით დამალვისას საუკეთესო შედეგს ერთგვაროვან ფონზე მიაღწევთ, ეს შეიძლება იყოს ბალახი, ქვიშა, ფოთლები, ცა. ასევე, კედლები, რელსები თუ სხვა გარემო."უჩინმაჩინის ფარის" ყველაზე დიდი მოდელი სიმაღლეში თითქმის 2 მეტრია. ფარი განიერიცაა და მას რამდენიმე ადამიანის ერთდროულად დაფარვა შეუძლია. თუმცა, არის ერთი სამწუხარო დეტალი, ფარის უკან მდგომი ადამიანიც ვერ დაგინახავთ. ეს ნიშნავს, რომ როგორც ფარის წინ მდგომი, ისე მის უკან მდგომი ადამიანები ერთმანეთს ვერ დაინახავენ. რაც შეეხება ღირებულებას, მომცრო ფარის შეძენა სულ რაღაც 66 დოლარად იქნება შესაძლებელი, ხოლო 2 მეტრის სიმაღლის "უჩინმაჩინის ფარი" 1 000 დოლარი ღირს.აღსანიშნავია, რომ ფარი მთლიანად ოპტიკური პროდუქტია და მას სამუშაოდ ენერგია არ სჭირდება (დამუხტვა, ან დენის წყაროსთან მიერთება საჭირო არ არის).

ჯოკოვიჩი

სპორტი 1713851173

მადრიდში სპორტული ოსკარების გადაცემის ცერემონია გაიმართა - წლის სპორტსმენები ჯოკოვიჩი და ბონმატი გახდნენ

მადრიდში გაიმართა Laureus-ის პრემიის გადაცემის ყოველწლიური ცერემონია. ამ ჯილდოს არაოფიციალურად „სპორტული ოსკარებს“ უწოდებენ და ის წლის შედეგების მიხედვით საუკეთესო სპორტსმენებს ენიჭებათ.ნომინაციაში „წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენი“ გაიმარჯვა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. მან უკან ჩამოიტოვა ფეხბურთელები ლიონელ მესი და ერლინგ ჰალანდი, მონდო დუპლანტისი (მძლეოსნობა), ნოა ლაილსი (მძლეოსნობა) და მაქს ფერსტაპენი (ფორმულა 1).გასულ სეზონში ჯოკოვიჩმა „დიდი სლემის“ ოთხი ტურნირიდან სამი მოიგო და მხოლოდ უიმბლდონის ფინალში დამარცხდა ესპანელ კარლოს ალკარასთან.ნოვაკი კარიერაში მეხუთედ გახდა „სპორტული ოსკარის“ მფლობელი.წლის საუკეთესო სპორტსმენი გახდა „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი აიტანა ბონმატი. მან ამ ნომინაციაში გაუსწრო იგა შვიოტეკს (ჩოგბურთი), შერიკა ჯექსონს (მძლეოსნობა), მიკაელა შიფრინს (სამთო თხილამურები), ფაიტ კიპიეგონს (მძლეოსნობა) და შა’კარი რიჩარდსონს (მძლეოსნობა).გასულ წელს ბონმატი ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ასევე „ბარსელონას“ შემადგენლობაში მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა. 2023 წელს ის „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდა.ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრები წლის გუნდად დასახელდა. Laureus-ის ცერემონიის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა „წლის გუნდის“ ნომინაცია ქალთა გუნდმა მოიგო.მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა გაიმარჯვა ნომინაციაში – წლის გარღვევა, ხოლო ლეგენდარულმა ამერიკელმა ტანმოვარჯიშემ სიმონა ბაილსმა მოიპოვა წლის დაბრუნების პრიზი. მან ორწლიანი პაუზის შემდეგ განაახლა კარიერა და 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხი ოქროს მედალი მოიგო.

ზურ

საზოგადოება 1713850787

როგორია ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მსახიობ, ზურა ბერიკაშვილის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა და მას გერმანიაში მკურნალობენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი ავრცელებს.